ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მაისი-ივნისში განახორციელებს პროექტ ''ADS Georgia''-ს მეორე ეტაპს, რომელშიც 6 სააგენტო მიიღებს მონაწილეობას. ADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს. 21 და 24 მაისს-ის კვირეულის ფარგლებში […]
23 მაისს, 19:00 საათზე, გოეთეს ინსტუტუტში გაიმართება სიმპოზიუმი (შეხვედრა) სახელწოდებით ''Visions in Exchange – transformation processes in Georgia and Germany''. 2017 წლის შემოდგომის სემესტრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამა ბრაუშვაიგის ტექნიკურ უნივერსიტეტი (TU Braunschweig), მდგრადი ურბანიზმის ინსტიტუტთან (Institute of Sustainable Urbanism) ერთად ახორციელებს ერთობლივ პროექტს „Future Revisited!“. პროექტის მიზანია, ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა შეისწავლონ მეორე მსოფლიო […]
21 მაისს, 18 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება კომპანია „ალელის“ სამეცნიერო დირექტორის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ გიორგი ხარებავას საჯარო ლექცია თემაზე „გენური ტესტირება, მისი როლი კლინიკურ დიაგნოსტიკისა და პერსონიზირებული მედიცინის განვითარებაში“. მომხსენებელი შეეხება გენეტიკური დიაგნოსტიკის მნიშვნელობას, ტექნოლოგიებისა და მსოფლიოში მათი განვითარების მიმოხილვას. ლექციაზე მოყვანილი იქნება სხვადასხვა მიმართულების მაგალითები და გენეტიკური […]
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 21 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდის პრეზენტაცია. ვებგვერდის შესახებ ქშწკგ პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდი http://society.iliauni.edu.ge/ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა. ვებგვერდი გაძლევთ შესაძლებლობას, გაეცნოთ საინტერესო და აქამდე უცნობ ისტორიებს, დაათვალიეროთ თემატური ფოტომასალა პირველწყაროებიდან და იკვლიოთ: ქშწკგ საზოგადოების მიერ […]
23 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნოივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ქართული სტარტაპ SCOOT SCOOT -ის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით ტარდება შეხვედრათა ციკლი Inspire Me. სტარტაპ საქმიანობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ბევრ დამწყებ სტარტაპერს სწორედ ბიძგის მიცემა და პირველი ნაბიჯების გადადგმაში დახმარება სჭირდება, შემდგომ დამოუკიდებლად რომ შესძლოს თამამად გარისკვა. Inspire Me პროგრამა კი სწორედ ამგვარი ბიძგის მიმცემი […]
ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მაისი-ივნისში განახორციელებს პროექტ ''ADS Georgia''-ს მეორე ეტაპს, რომელშიც 6 სააგენტო მიიღებს მონაწილეობას. ADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს. 24 მაისს-ის კვირეულის ფარგლებში გაიმართება მეორე […]
24 მაისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით მწერალ და რეჟისორ გურამ მაცხონაშვილთან შეხვედრაზე. გურამ მაცხონაშვილის სადებიუტო რომანი „გლდანი “ 2017 წელს გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა. ქართულ პოლიტიკურ სცენას არაერთი მძაფრი გამოსვლა, ნოყიერი ტექსტი და დასამახსოვრებელი პერსონაჟი ახსოვს. მათან ზოგი დამაჯერებელი, ზოგიც – ნაკლებად. პერსონაჟები იცვლიდნენ ადგილს, გადაჯგუფდებოდნენ, ტოვებდნენ, უბრუნდებოდნენ და ღალატობდნენ. […]
24 მაისს, 19:00 საათზე, ილიასსსახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. ენრიკე სობეხანოს საჯარო ლექცია “Images/Thougths”. ლექციის თემაა არქიტექტურული ბიურო Nieto Sobejano Arquitectos-ის არქიტექტურული პროექტების, კონცეფციაზე მუშაობის, შესრულების მეთოდოლოგიის გარჩევა და თანამედროვე არქიტექტურის როლი ისტორიულ გარემოში. Nieto Sobejano Arquitectos დაარსდა 1985 წელს ფუენსანტა ნიეტოსა (M. Arch 83) და ენრიკე სობეხანოს (M. Arch 83) მიერ. დღეს […]
24 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. ენრიკე სობეხანოს საჯარო ლექცია “Images/Thoughts”. ლექციის თემაა არქიტექტურული ბიურო Nieto Sobejano Arquitectos-ის არქიტექტურული პროექტების, კონცეფციაზე მუშაობის, შესრულების მეთოდოლოგიის გარჩევა და თანამედროვე არქიტექტურის როლი ისტორიულ გარემოში. Nieto Sobejano Arquitectos დაარსდა 1985 წელს ფუენსანტა ნიეტოსა (M. Arch 83) და ენრიკე სობეხანოს (M. Arch 83) მიერ. […]
25 მაისს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით გამართავს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ძველი კონსტიტუცია ახალი შინაარსით – გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში”. კონფერენციის მიზანია საჯარო განხილვებისთვის საერთო პლატფორმის შექმნა, სადაც დაინტერესებული მხარეები შედარებითი ანალიზის გზით შეძლებენ, უკეთესად გაიგონ კანონის უზენაესობის გამოწვევები […]
25 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID)-ს მიერ დაფინანსებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, მართავენ საჯარო ლექცია/დისკუსიას თემაზე: რელიგიური მორალი ლიტერატურისა და სამართლის წინააღმდეგ. ლექციას წაიკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი ლევან ბერძენიშვილი. მომხსენებელი […]
25 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ „ASCN ალუმნი ქსელი“ და ილიაუნის ფილოსოფოსთა სტუდენტური კლუბი გიწვევთ სადისკუსიო შეხვედრაზე: „დამოუკიდებლობა ისტორიასა და მეხსიერებაში“. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან აქტიურად იწყება პირველი რესპუბლიკის ისტორიის განხილვა. მის მიერ მოპოვებული და მალევე დაკარგული დამოუკიდებლობა ახალ ინტერპრეტაციას იძენს, რომელიც საბჭოთა სოციალისტური ბრძოლის ნარატივის საპირწონედ ახალ, ეროვნული დამოუკიდებლობის […]
25 მაისს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A206 აუდიტორიაში გაიმართება კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე. შეხვედრაზე პროგრამის ხელმძღვანელები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ პროგრამის შინაარსს, მის მოთხოვნებს, შემდგომი დასაქმების პერსპექტივებს. დრო: 25 მაისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: A206 (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.