ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აპრილში რამდენიმე ღია კარის დღეს გამართავს აბიტურიენტებისთვის თბილისში. პირველი ღია კარის დღე დაგეგმილია 3 აპრილს, 11:00 საათზე. პროგრამა 11: 00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და შეთავაზებები აბიტურიენტებს 12:00 – შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების წარმომადგენლებთან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამები სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის […]
11 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით გაიმართება სადაზღვევი კომპანია „ალდაგის“ დასაქმებასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა. „ალდაგის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენელი ანა სურმანიძე დამსწრეთ გააცნობს დეტალურ ინფორმაციას სააგეტო ქსელში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ: ფუნქცია-მოვალეობებზე, დაწინაურებისა და წინსვლის პერსპექტივაზე, ასევე სამუშაო საათებზე, რომელიც მთლიანად მორგებულია სტუდენტებზე. დრო: 11 აპრილი, 12:00 […]
3 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი შეხვედრების ციკლის – „მითოსი-კულტი-პოეზია“ – ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „დიონისური დღესასწაულები და „თხების სიმღერა“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: „რაგნაროკი” და ნიცშეს „ზარატუსტრა“, „გაზაფხულის პარადიგმა“ წარმართობასა და ქრისტიანობაში, ევროპული კულტურის ქრისტიანული საფუძვლები, გზა ღმერთიდან ადამიანისკენ – ბუნებიდან ისტორიისკენ – სივრციდან დროისკენ. დრო: 3 აპრილი, […]
5 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(PROLoG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, გაიმართება ელისონ დანქენის საჯარო ლექცია: „მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესები და პოლიტიკა: 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების გამოწვევა“ (Judicial Ex Parte Communications Laws and Policies: The Challenge of 21st Century […]
5 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ დისკუსიაზე „ქართული რომანი გლობალურ და ლოკალურ კონტექსტში“. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეები ისაუბრებენ თანამედროვე ქართულ რომანზე, როგორც გლობალური ლიტერატურული პროცესის ნაწილზე. ქართულენოვანი რომანისტების წინაშე მდგომ გამოწვევებსა და შანსზე, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსი გვაძლევს. არის თუ არა თანამედროვე ქართული რომანი სოციალური, […]