19 მარტს, ორშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მარკ იუნგეს, ბერნდ ბონვეჩისა და დანიელ მიულერის წიგნის „საქართველო გზად – სტალინიზმის ჩრდილები“ პრეზენტაცია. წიგნს წარადგენს დოქტორი მარკ იუნგე, ბოხუმის რურის უნივერსიტეტი (გერმანია). მოდერატორი – პროფესორი ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. გერმანელ და ქართველ ისტორიკოსთა ჯგუფმა გერმანული ფოლცვაგენის ფონდის მხარდაჭერით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო […]
20 მარტს, სამშაბათს,16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა კომპანია Zcrowd.Fund-ის წარმომადგენლებთან. Zcrowd.Fund პირველი ქართული სტარტაპია საჯარო დაფინანსების, ანუ Crowdfunding-ის მიმართულებით. კომპანია გაგაცნობთ მსოფლიოში პირველ საჯარო მოპოვების (crowd mining) კონცეფციას, რომელიც დამფინანსებლებს საშუალებას აძლევს, ფინანსურად,მაგრამ ფულის მიცემის გარეშე, დაეხმარონ მათთვის სასურველ პროექტებს, ეს მოდელი ითვალისწინებს ქველმოქმედებისათვის მხოლოდ კომპიუტერული ენერგიის დათმობას. კომპანიის წარმომადგენლები […]
20 მარტს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეპოქა“. მომხსენებლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცერექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი სანდრო ასათიანი; პროექტ ონლაინ ილიაუნის მენეჯერი ზურა ჯიშკარიანი. დრო: 20 მარტი, 17:30 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
21 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ბაზის Clarivate Analitycs (ყოფილი Thomson Reuters) წარმომადგენლებთან თემაზე: Information Tools for Modern Scholar: The Web of Science and Related Resources. ტრენინგს გაუძღვება Clarivate Analitycs-ის სამეცნიერო-საგანმანათლებლო კვლევების სპეციალისტი ვალენტინ ბოგოროვი. ტრენინგში მონაწილეობისთვის ვიწვევთ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, […]
ყოველი წლის 20 მარტს მსოფლიოში აღინიშნება ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე. ჩვენი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებები, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრი უნივერსიტეტები, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, ფრანგული მედიათეკა მარტში კულტურულ თუ სამეცნიერო ღონისძიებებს აწყობენ. მიმდინარე წელს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტს დაგეგმილი აქვს შემდეგი ღონისძიებები: ფრანგული ლიტერატურის პროფესორის, ჟაკ გოდიეს ლექცია „ალბერ კამიუ – ანგაჟირებული […]
22 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით არტურ რემბოს პოეტური კრებულის „მხილველის პოეზია“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე. წიგნი ირაკლი ყოლბაიამ თარგმნა და მთარგმნელთა გამომცემლობამ გამოსცა. პრეზენტაციაზე მთარგმნელი და ლიტერატურათმცოდნე გაგა ლომიძე ისაუბრებენ. არტურ რემბოს ეს კრებული განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გამო, რომ, არტურ რემბოს შემოქმედება საფუძვლიანად არასდროს თარგმნილა ქართულ […]
23 მარტს, პარასკევს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგი, პროფესორი მერი ელეინ ჰეგლანდი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ახალგაზრდა ქალების განათლება: კულტურა, კონფლიქტი და ახალი იდენტობები ირანულ სოფელში“. მერი ჰეგლანდი არის სანტა-კლარას უნივერსიტეტის პროფესორი. მის ბოლო წიგნს „რევოლუციის დღეები“, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა, მინიჭებული აქვს რამდენიმე პრემია, მათ შორის – ოქროს მედალი (მსოფლიო ისტორიის კატეგორია) 2015 წლის „დამოუკიდებელი გამომცემლების […]
თუ მეწარმეობით ხარ დაინტერესებული და გსურს, მოისმინო პირად პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული რჩევები, თუ ეძებ ინსპირაციას, რომ თამამად გარისკო და თავად გახდე ახალი წარმატების ფორმულა, მაშინ გელოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუმაუთ პრე-აქსელერატორის მიერ ორგანიზებულ ''Inspire Me'' შეხვედრაზე, სადაც ძალიან წარმატებული სტარტაპის Alter Socks-ის დამფუძნებლები პირად გამოცდილებაზე დამყარებული ცოდნით ისაუბრებენ სტარტაპერებისთვის აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე. ჩვენს ინტერაქციულ […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის (Erickson International) ოფიციალურ და ექსკლუზიურ წარმომადგენელთან, ქოუჩინგის პირველ კომპანიასთან საქართველოში, „გროუინისთან“, თანამშრომლობით, იწყებს საჯარო ლექციების სერიას. შეხვედრების ფარგლებში პირველ საჯარო ლექციას 23 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ფორბსის (E405) აუდიტორიაში წაიკითხავს Growin-ის ქოუჩი გიორგი კალატოზიშვილი. ლექციის თემა: ეფექტური პრეზენტაციები ლექციებზე დასასწრებად საჭიროა, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო […]
23 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეთხუთმეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ […]
24 მარტს, შაბათს, წიგნის სახლ „ლიგამუსის“ ბავშვების ოთახში გაიმართება ზღაპრის დღე. ველით 7-დან 12 წლამდე ბავშვებს. თქვენს პატარებს 13:00-დან 14:30 საათამდე ვუმასპინძლებთ, წავუკითხავთ ზღაპრებს და ჩავრთავთ სახალისო აქტივობებში. აუცილებელია რეგისტრაცია. ამისთვის მოგვწერეთ ელფოსტაზე tinatin.ghviniashvili.1@iliauni.edu.ge
24 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მაგისტრობის მსურველთათვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა სამ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი დაეთმობათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საერთო სამაგისტრო გამოცდების ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც დეტალურად ისაუბრებენ საგამოცდო ტესტის ფორმატსა და თითოეული ბლოკის დავალებებზე. შემდეგ გაიმართება NAEC-ის ახალი პროექტის ''CERTUS''” პრეზენტაცია. შეხვედრის […]