2017 წლის 4-6 დეკემბერს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტი ბრემენის უნივერსიტეტში ატარებს შეხვედრების ციკლს ზამთრის აკადემია (Zweite Winterakademie „Bildung mit Europa“). პროექტის მიზანია, გერმანიისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების საუნივერსიტეტო ქსელის შექმნა. პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტები შეიმუშავებენ ელექტრონული სწავლების საერთო სისტემას, რომლის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტები მოამზადებენ ონლაინკურსებს და შეიმუშავებენ ამ კურსების აღიარების საერთო წესებს. კავკასიის […]
27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი "ADS GEORGIA". პროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან. 4-9 დეკემბერს ADS Georgia-ს ფარგლებში ილიაუნიში გაიმართება კომპანია "Redberry"-ის კვირეული. პირველ შეხვედრას გამართავს „Redberry”-ის მმართველი პარტნიორი […]
5 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „200 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილი და თანამედროვე ქართული პოეზია“. მომხსენებელი ისაუბრებს ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტიკასა და ქართული რომანტიზმზე. დრო: 5 ნოემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
6 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში „ვიცი“ გეპატიჟებათ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციაზე. ლექციის თემაა „ფილოსოფოსები და მწერლები სახელმწიფოზე“ შემდეგი ნაწარმოებების მიხედვით: პლატონის „სახელმწიფო“, ნიკოლო მაკიაველის „მთავარი“, თომას მორის „უტოპია“, ჰენრი დევიდ თოროს „უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება“, გაბრიელ გარსია მარკესის „პატრიარქის შემოდგომა“, მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“; ჯორჯ ორუელის „1984“ და „ცხოველების […]
6 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს მასპინძლობს. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი შეიქმნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ და ემსახურება ქართული წიგნისა და ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, კერძოდ, ქართული ლიტერატურისა და უცხოური ლიტერატურის თარგმნის პროცესის განვითარებას, ლიტერატურის მეშვეობით კულტურათშორისო დიალოგის […]
27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი "ADS GEORGIA". პროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან. 4-9 დეკემბერს ADS Georgia-ს ფარგლებში ილიაუნიში გაიმართება კომპანია "Redberry"-ის კვირეული. მეორე შეხვედრას გამართავს "Redberry"-ის აღასრულებელი დირექტორი […]
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად, დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. კვირეულის ორგანიზატორებს სჯერათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანის უფლებათა პრობლემური საკითხების შესახებ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და […]
8 დეკემბერს ჩეხეთის კარიტასისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაზე პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ანგარიშს წარადგენს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიანიშვილი. ასევე კვლევითი ორგანიზაცია IT, Research & Metadata […]
8 დეკემბერს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი. თემა: „ადამიანის უფლებებისთვის განვლილი 70 წელი“ მომხსენებლის შესახებ ნილს სკოტი გაეროს მუდმივი კოორდინატორი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელია საქართველოში. საქართველოში დანიშვნამდე იგი ჟენევაში, გაეროს ჰუმანიტარულ […]
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. კვირეულის ორგანიზატორებს სჯერათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანის უფლებათა პრობლემური საკითხების შესახებ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და […]
9 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრის თარიღი სიმბოლურად არის შერჩეული ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს N2250 რეზოლუციის მეორე წლისთავის აღსანიშნავად. ღონისძიების თანაორგანიზატორია საქართველოს გაეროს ასოციაცია UNAG, რომელიც საქართველოს მასშტაბით 14 ახალგაზრდულ ცენტრს ხელმძღვანელობს. შეხვედრას დაესწრებიან თბილისის ორივე ცენტრის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და […]