27 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების – გია ნახუცრიშვილის, ოთარ აბდალაძის, ქეთევან ბაცაცაშვილის – და ბაზელის (შვეიცარია) უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის პროფესორების – ევა შპენის, ქრისტიან კიორნერის, ილიაუნის საპატიო დოქტორის – თანაავტორობით გამოცემული წიგნის ''Plant Diversity in the Central Caucasus: A Quantitative Assessment'' პრეზენტაცია. ის 2017 წელს […]
29 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროფ. ალფონსო რეკორდარე / Alfonso Recordare წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:„კარის ვენის არტერიალიზაცია ღვიძლის ტოქსიკური უკმარისობის დროს“. თემის მოკლე აღწერა ღვიძლის მწვავე უკმარისობა სიცოცხლისთვის საშიშია და ხშირად ღვიძლის ტრანსპლანტაციას საჭიროებს. კარის ვენის არტერიალიზაცია, რასაც ტრანსპლანტოლოგიასა და ღვიძლის ქირურგიაში იყენებენ, იმედის მომცემი მეთოდია. არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში […]
29 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ ურსულა ლე გუინის რომანის „ატუანის აკლდამები“ პრეზენტაციაზე. როდესაც ტენარს უსახელო ძალების ერთ ქურუმად აირჩევენ, მას ყველაფრის მიტოვება მოუწევს – სახლის, ოჯახის და საკუთარი სახელისაც კი. ის ამიერიდან არჰაა, ატუანის აკლდამების მცველი. „ატუანის აკლდამებში“ კვლავ ვიხილავთ „ზღვამიწეთის ჯადოქრის“ […]
30 ნოემბერს, ხუთშაბათს, 17.00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის მოწვევით ილიაუნის თეატრის ფოიეში გაიმართება ცნობილი ქართველი ჯაზმენის, ჯორჯ მელის მასტერკლასი „იმპროვიზაციის ძირითადი კონცეფციები და ტექნიკები“. როგორც ჯორჯ მელის გაზეთმა "New York City Jazz Record"-მა უწოდა, „ნიუ-იორკის ჯაზისა და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი“, დრამერი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი და არანჟირებების ავტორი, ჯორჯ მელი (გიორგი მელიქიშვილი) დაიბადა თბილისში, თუმცა, […]
30 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გიწვევთ კ. ერისთავის სახ. კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგის ანა ჭოხონელიძის საჯარო ლექციაზე: „დიაბეტი 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევა“. ლექცია განკუთვნილია როგორც ექიმებისთვის, ასევე ამ თემატიკით დაინტერესებული არაპროფესიონალებისთვის. დრო: 30 ნოემბერი,18:00 საათი მისამართი: G106 […]
1-ლ დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეექვსე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ […]
1-ლ დეკემბერს, 19 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით გაიმართება განათლების ექსპერტ სიმონ ჯანაშიას საჯარო ლექცია „უმაღლესი განათლების პრობლემები და შესაძლებლობები საქართველოში“. ლექციაზე საუბარი იქნება იმის შესახებ, რა პრობლემები აქვს უმაღლეს განათლებას საქართველოში და როგორ შეიძლება მათ მოგვარებაზე ფიქრი. დრო: 1-ლი დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.