30 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით გაიმართება დისკუსია სოკრატეს მეთოდით. დისკუსიის თემაა:„რა ბედი ელის ქალთა პოლიტიკურ უფლებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ?“ სპიკერები: მიხეილ ბენიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ხრიკაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ილიაუნის საჯარო […]
30 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ცნობილი გერმანელი პროფესორი თეო კობუში წაიკითხავს საჯარო ლექციას: „სოციალური სამართლებრივი სახელმწიფოს (Rechtsstaat) იდეა“. ლექციის დასრულების შემდეგ პროფესორს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. მომხსენებლის შესახებ: პროფესორი, დოქტორი თეო კობუში ანტიკური ფილოსოფიისა და რომაულ-კათოლიკური თეოლოგიის ცნობილი სპეციალისტია. 2003 წლიდან არის ფილოსოფიის კათედრის გამგე და ფილოსოფიის […]
31 ოქტომბერს აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადებიდან 110 წელი სრულდება. იგი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას სათავეში ჩაუდგა დაარსების დღიდან. ევგენი ხარაძის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით აშენდა და განვითარდა ობსერვატორია, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიო ასტრონომიულ ცოდნაში. მან დაუდო საფუძველი ასტრონომიულ განათლებას საქართველოში. ევგენი ხარაძის იუბილესთან დაკავშირებით 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში […]
ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის აღნიშვნას ილიაუნის ლიტერატურული კლუბიც უერთდება და 1-ლ ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებათ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციაზე „ილია – მამა“. ლექციაზე განხილული იქნება ილია, როგორც ახალი საქართველოს გამომგონებელი, ქართული იდეის მკვდრეთით აღმდგენი და მისი მარადიული თანამდევი სული. დრო: 1-ლი ნოემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ნოემბერში ბიზნესიდეების კონკურსი ჩატარდება. კონკურსის 10 წარმატებული მონაწილე 2018 წლის ზაფხულში სრული დაფინანსებით გაემგზავრება მასარაკის (ბრნო, ჩეხეთი) ან მინიოს უნივერსიტეტში (გიმარესი, პორტუგალია) და 1-კვირიან ტრენინგს დაესწრება, სადაც შეძლებს საკუთარი ინოვაციური ბიზნესიდეის დახვეწასა და ბიზნესგეგმის შემუშავებას. ვისთვის? თუ ხარ ილიას სახელმწიფო […]
გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (Fablab Iliauni) 13-19 ნოემბერს ბიზნესის სკოლის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის ჩაატარებს მეიქათონს „იდეიდან პირველ ბიზნესამდე“. მეიქათონის მიზანია სტუდენტების ბიზნესიდეების ხელშეწყობა. პროექტის აღწერა და განრიგი I ეტაპი – რეგისტრაცია, 10 ნოემბრის ჩათვლით პროექტში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს ამა წლის […]
გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა და ილიაუნის პრეაქსელერატორი „ზუმაუთი” 18-19 ნოემბერს გამართავენ ჰაკათონს „ციფრული ტურიზმი“. ჰაკათონის მიზანია, ახალგაზრდებმა ჰაკათონის ფარგლებში შექმნან ტურიზმის სფეროზე მორგებული ციფრული პროდუქტები. პროექტის აღწერა და განრიგი I ეტაპი – რეგისტრაცია, 17 ნოემბრის ჩათვლით პროექტში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს ამა წლის 15 ნოემბრისა. სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/FH6vZNJUN4hOVK9l2 […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა 9 ოქტომბერს შემეცნებითი ბანაკის საგზურით დააჯილდოვა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ყველაზე მაღალი ქულების მქონე ილიაუნის 100 პირველკურსელი. 27-29 ოქტომბერს ილიაუნის დედოფლისწყაროს ბაზაზე გაიმართა შემეცნებითი ბანაკი სტუდენტების მეორე ნაკადისთვის. პროგრამაში ჩართული იყო ილიაუნის ოთხივე ფაკულტეტი. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: „ფრინველების მიგრაცია“ – ზურაბ ჯავახიშვილი (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო […]
2 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო და დენი დიდროს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ერასმუს მობილობისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება საჯარო ლექცია, რომელსაც წარუძღვებიან დიდროს უნივერსიტეტის დეპარტამენტის – „ფსიქოანალიტიკური კვლევები“ და პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევების ასოციაციის (Espace Analytique-Assotiation De formation Psychanalytique et de Recherche […]
3 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით პოლიტოლოგი ზვიად აბაშიძე წაიკითხავს ლექციას: „სეცესიური მოძრაობა ესპანეთში: გაკვეთილები თანამედროვე საქართველოსთვის“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების წინპირობები, ისტორია და რეფერენდუმის მოსალოდნელი შედეგები, აღნიშნული სიტუაცია, როგორც მაგალითი საქართველოსათვის. დრო: 3 ნოემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), […]