20 ოქტომბერს დასრულდა ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ფრენბურთში. ვაჟთა ფინალში ერთმანეთს „როქი“ და “All Star“ დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბული სეტების შემდეგ როქმა ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა და ილიაუნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე საინტერესო გამოდგა გოგონათა ჯგუფის მატჩები. წრიული სისტემით გამართულ შეჯიბრებაში გუნდმა „ნუ პაგაძიმ“ პირველი წაგებული მატჩის შემდეგ ყველა შეხვედრა მოიგო და 9 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა 9 ოქტომბერს შემეცნებითი ბანაკის საგზურით დააჯილდოვა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ყველაზე მაღალი ქულების მქონე ილიაუნის 100 პირველკურსელი. 20-22 ოქტომბერს ილიაუნის დედოფლისწყაროს ბაზაზე გაიმართა შემეცნებითი ბანაკი სტუდენტების პირველი ნაკადისთვის. პროგრამაში ჩართული იყო ილიაუნის ოთხივე ფაკულტეტი. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: „აღმოჩენები ბუნებისმეტყველებაში და ტექნოლოგიების განვითარება“ – გიორგი დალაქიშვილი (საბუნებისმეტყველო […]
23 ოქტომბერს, 17 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორ სერგეი მედვედევის წიგნის „ყირიმის პერიოდის პარკი"პრეზენტაცია. ავტორის შესახებ სერგეი მედვედევი არის ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი. კითხულობდა ლექციებს ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევების ცენტრში, ჰელსინკის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. სწავლობდა მოსკოვში, ნიუ იორკში, პრაღაში, რომში. არაერთი პუბლიკაცია აქვს საერთაშორისო […]
23 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში კლაუდიო ჩერაი და თამილა გველესიანი საქართველოს კულტურისა და ტრადიციების გავრცელების მიზნით წარმოგიდგენენ იტალიაში ორგანიზებულ ღონისძიებათა ფოტოების გამოფენას „ჩემი საქართველო“. გამოფენაზე მოწვეული იქნებიან საპატიო სტუმრები: იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფანო კრეშენცი და კულტურის ატაშე ნინო კილოსანიძე. დრო: 23 ოქტომბერი, 17:00 საათი […]
24-25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამსტერდამის უნივერსიტეტის, კენტის უნივერსიტეტის, სლოვენიური ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობის ინსტიტუტის, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურათმცოდნეობის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, […]
25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართება იანის სიმონიდესის სამეცნიერო-პოპულარული პერფორმანსი „სოკრატე დღეს". წარმოდგენა საბერძნეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნება. თეატრალურ წარმოდგენაში ცოცხლდება პლატონის უკვდავი კლასიკა – მაყურებელი დიდი ფილოსოფოსის სასამართლო პროცესის „თვითმხილველი“ ხდება, ეცნობა სოკრატეს აზრებს სათნოებაზე, სამოქალაქო ვალდებულებაზე, სიცოცხლისა და ქვეყნის სიყვარულზე. მთავარი როლის შემსრულებელი იანის სიმონიდესი „ემის" ჯილდოს […]
25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ფენი ფლეგის რომანის „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ პრეზენტაციაზე გეპატიჟებათ. პატარა ქალაქში ზაფხულის გატარება უამრავ თავგადასავალს გპირდებათ - იჯი ტრედგუდთან ერთად შეგიძლიათ, პირდაპირ ველური ფუტკრების სკიდან მოიპაროთ თაფლი და საყვარელ ადამიანს უწილადოთ; ან ბეტ უიმსთან ერთად მეზობლებზე […]
26 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჰუმბოლტის უნივერსიტეტის პროფესორი იორგ ბაბეროვსკი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „შიშსა და აღფრთოვანებას შორის – საბჭოთა კავშირი თანამედროვე ეპოქაში“ . მომხსენებლის შესახებ იორგ ბაბეროვსკი არის გერმანელი ისტორიკოსი და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის პროფესორი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. მისი სპეციალიზაციაა სტალინიზმის ეპოქა, განსაკუთრებით, სტალინისტური ძალადობის, გენოციდისა და ტერორის ისტორია აღმოსავლეთ და […]
26 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ „ვიცი“ გეპატიჟებათ აკა მორჩილაძის ლექციაზე: „არსენა და მისი დრო“. „ვიცი“ განაგრძობს საგანმანათლებლო აქტივობებსა და საინტერესო შეხვედრების ციკლს. 12 ოქტომბრიდან „ვიციში“ ჩართულ ყველა უნივერსიტეტში საინტერესო ადამიანების, ამბებისა და წიგნების მოგზაურობა დაიწყო, რომლის მსმენელი და აქტიური მონაწილე „ვიციში“ ჩართულ ყველა სტუდენტს შეუძლია გახდეს. აკა მორჩილაძე სტუდენტებს ინტერაქციულ […]
27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით გაიმართება ბიოლოგ ლევან ბუთხუზის საჯარო ლექცია: „ჩემი ტვინი“. მოხსენების საკითხები: თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები – რა ვიცით, როგორ არის მოწყობილი და რა შესაძლებლობები აქვს ადამიანის ტვინს? რატომ განსხვავდება და რა ეტაპზე განასხვავა ევოლუციამ იგი დედამიწაზე არსებული ყველა სხვა ტვინისგან? რამდენად მართებულია გამოთქმა „ჩემი ტვინი?“. […]
27 ოქტომბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტისა და განმანთავისუფლებელი მოძრაობის კვლევის ცენტრის ექსპერტები მსმენელებს გააცნობენ, თუ როგორ მიაღწიეს უკრაინაში კომუნისტური სპეცსამსახურების არქივების გახსნას და ეს გამოცდილება რითი შეიძლება იყოს სასარგებლო აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის. სემინარი ჩატარდება ორი სესიად. უკრაინა კგბ-ს რომელი დოკუმენტების მოძებნა შეიძლება უკრაინის არქივებში? როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი […]
27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა […]