2017 წლის 11 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის – “Educational for Drone”(eDrone 574090-EPP-1-2016-1-IT-EPPKA2-CBHE-JP) – ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრა დრონების ტექნოლოგიების შესახებ. შეხვედრის თემები: დრონების გამოყენების სხვადასხვა საშუალება (პრეზენტაციები – პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტები); დრონების ახალი რეგულაცია (საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო); დრონების გამოყენება კომერციულ, სამშენებლო და სამაშველო ოპერაციებში […]
11 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ნინო რუხაძის რომანის პრეზენტაცია. წიგნი გამოსცა გამომცემლობამ „იბერი“. რომანს წარადგენს მთარგმნელი დალილა გოგია. დრო: 11 ივლისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32. დასწრება თავისუფალია.
12 ივლისს, 18.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გიწვევთ კონცერტზე, რომელიც გუნდის რიგით მეთერთმეტე სემესტრული საანგარიშო გამოსვლაა. კონცერტზე გუნდი ამჯერადაც ახალი რეპერტუარით წარდგება მსმენელის წინაშე. გუნდის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. დრო: 12 ივლისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
12 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ფრანც კაფკას რომანის – „ამერიკა“ – პრეზენტაციაზე. XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერლის დაუმთავრებელ რომანში „ამერიკა“, აღწერილია 16 წლის ემიგრანტის, კარლ როსმანის მოგზაურობა და ცხოვრება მრავალთა საოცნებო ქვეყანაში. მშრალი, თითქოსდა დოკუმენტური თხრობის მიუხედავად, ნაწარმოებში გენიალურადაა გადმოცემული პერსონაჟის ცნობიერების სიღრმეები. თავად მწერალი […]