3-4 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პარიზის დენი დიდროს უნივერსიტეტის დეპარტამენტის „კვლევები ფსიქოანალიზში“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილების თანამშრომლობის ფარგლებში ერაზმუს მობილობის პროგრამის დახმარებით პროფესორი ურიელ როზენბლუმი წაიკითხავს ლექციათა ციკლს. სალექციო კურსის თემატიკა: რას ნიშნავს იყო მშობელი/გახდე მშობელი მშობლად ყოფნის კლინიკა და ფსიქოპათოლოგია დღეს მშობლობის ახალი, მოდერნული ფორმები ჩვენს დროში პერინატალური ფსიქიატრია მომხსენებლის შესახებ […]
4 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გიწვევთ ბოტანიკის ინსტიტუტის გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტ გიორგი მიქელაძის ლექციაზე. ლექციის თემა: „საქართველოს ჭარბწყლიანი ტერიტორიების იდენტიფიკაცია, დელინეაცია და კლასიფიკაცია დისტანციური ზონდირების მეთოდების გამოყენებით“. თემის მოკლე აღწერა: მიუხედავად იმისა, რომ ჭარბწყლიანი ტერიტორიები საქართველოს არცთუ ისე ვრცელ ზედაპირს მოიცავს, ამ ეკოსისტემებს განუმეორებელი მნიშვნელობა აქვს. ეს გარემო მდიდარია ბიომრავალფეროვნებით და, შესაბამისად, […]
4 ივლისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ლევან შატბერაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ადამიანის უფლებების ფილოსოფიის აქტუალობა ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში“. კონტრაქტუალიზმისა და ბუნებითი სამართლის ტრადიციიდან ამოზრდილი ადამიანის უფლებების თეორიები, რომლებიც ადამიანის თვისობრივად ახალი უფლებების შესაძლებლობაზე მოგვითხრობენ, ახალი დროის ფილოსოფიაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენენ, ხოლო ისტორიის მსვლელობისას კიდევ მეტად და მეტად მნიშვნელოვანნი ხდებიან. მეჩვიდმეტე საუკუნიდან […]
5 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ინტელექტი“ გეპატიჟებათ მაია ენჯელოუს რომანის „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ პრეზენტაციაზე. „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ ავტობიოგრაფიული რომანია. წიგნი იწყება სამი წლის მაიასა და მისი ძმის ჩასვლით სტემპსში, არკანზასის შტატის პატარა ქალაქში, სადაც მათი ბებია ცხოვრობდა და აღწერს პოეტის ცხოვრებას […]
6 ივლისს, 10:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის განათლების მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ნაშრომების დაცვა. 2014-15 წლებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მას საჯარო ხასიათი ექნება. დაცვაზე მოწვეული იქნებიან განათლების სკოლის პარტნიორი და სხვა ზოგადსაგანამათლებლო სკოლების დირექტორები, ის პედაგოგები, რომლებიც მაგისტრანტებთან ერთად პრაქტიკულ კვლევაში იყვნენ ჩართულნი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა […]