21 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს: პოეზია და 7 ხელოვნება“. ლექციათა ციკლის მეორე ლექციის თემაა: „პოეზია და არქიტექტურა“. ლექციის ფარგლებში, მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ადამიანის სხეული და არქიტექტურული ნაგებობა; წარმართული ტაძარი და ციური ღმერთები; პართენონი და […]
22 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გიწვევთ სალმან რუშდის რომანის პრეზენტაციაზე. წიგნს - სახელწოდებით, „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“ - წარადგენენ მთარგმნელი და მწერალი, სალომე ბენიძე, და ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი. ავტორის შესახებ სალმან რუშდი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორია. მკითხველები და კრიტიკოსები […]
23 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, არად ბენკოს, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „European Union: Crisis or Chance? Challenges and future scenarios“. მომხსენებლის შესახებ არად ბენკო სხვადასხვა დროს სწავლობდა ლონდონის სამეფო კოლეჯში (King’s College London, 1991-1992) და ბრუგეს ევროპის სამაგისტრო კოლეჯში (College of Europe, 1996/1997), ხოლო 1999 […]
24 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის პროფესორი, გია ნოდია, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პოსტნაციონალური ილუზიის დასასრული“. დასავლურ საზოგადოებებში ნაციონალისტური ტალღის გაძლიერება, რაც გამოიხატა ბრექსიტში, დონალდ ტრამპის არჩევაში, მემარჯვენე პოპულისტური პარტიების გაძლიერებაში, ხშირად ლიბერალური დემოკრატიის და გლობალური ლიბერალური წესრიგის მიმართ გამოწვევად აღიქმება და სწორედ ამ კუთხით განიხილება. თუმცა, ეს ახალი ტენდენციები […]