11 ოქტომბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ბაზელის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი კლაუდია ბაეზ-კამარგო წაიკითხავს საჯარო ლექციას: „არაფორმალური მმართველობა და კორუფცია: შვიდი შემთხვევის შედარებითი მიმოხილვა“ ("Informal Governance and Corruption: Comparative Insights from Seven Cases"). ლექცია ჩატარდება ლექციათა ციკლის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“. მომხსენებლის შესახებ: კლაუდია ბაეზ-კამარგო ბაზელის უნივერსიტეტის […]
11 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "ბუნდესტაგის როლი გერმანიის საგარეო და ევროპის პოლიტიკის განსაზღვრაში“. ლექციას წაიკითხავს LL.M. სამართლის დოქტორი, ბუნდესტაგის დეპუტატის, დოქტორ ტომას ფაისტის, თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ხატია კიკალიშვილი. ლექციაზე წარმოდგენილი იქნება ბუნდესტაგის ე.წ. საპარლამენტო საგარეო ევროპის პოლიტიკის ძირითადი ასპექტები და მისი განხორციელება პრაქტიკაში; განხილული იქნება ბუნდესტაგის ფრაქციების, კომიტეტებისა და სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის როლი ამ პროცესში. დრო: 11 ოქტომბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია […]
12 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში უფსალას უნივერსიტეტის (შვედეთი) წარმომადგენელი, ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გამართავს საინფორმაციო შეხვედრას Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო მობილობების შესახებ. შეხვედრაზე ისაუბრებენ როგორც კონკრეტულად უფსალას, ისე სხვა ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიებას დაესწრება ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) წარმომადგენელი, რომელიც პრეზენტაციას გააკეთებს ლუნდის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობების […]
12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრას სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველ მაგისტრანტებთან. ფონდის თანამშრომლები მაგისტრანტებს გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდებზე: http://rustaveli.org.ge http://www.rustaveli.org.ge/1345 დრო: 12 ოქტომბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
12 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, CinéDOC-Tbilisi ტურის ფარგლებში, წარმოგიდგენთ ებრაელი რეჟისორის, დანი ვასერმანის, ფილმს: „გჯერათ სიყვარულის?“ („Do you believe in Love ?“). ფილმის მთავარი პერსონაჟი ქალი, ტოვა, პარალიზებულია და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. თუმცა, თავისი პატარა „წარმატებული ბიზნესით“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მეორე ნახევრის პოვნაში ეხმარება. ტოვას სიყვარულის არ სჯერა და […]
12 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთან, გოდერძი დიდებულიძესთან. თემა: კლიმატი და კოსმოსი კლიმატის ცვლილების განვითარება აჩვენებს მის კავშირს კოსმოსურ და ასევე ადამიანურ ფაქტორებთან. ატმოსფერული პარამეტრების გრძელვადიანი ცვლილებები შესაძლებელია კავშირში იყოს მზის აქტივობის ციკლებთან, გალაქტიკური კოსმოსური სხივების ნაკადთან და […]
15 და 16 ოქტომბერს, ილიაუნის თეატრში, ახალ სეზონზე, პირველი პრემიერა გაიმართება. უილიამ შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიესაზე - „რიჩარდ მესამე“ - მსახიობმა და რეჟისორმა, კახა შარტავამ, იმუშავა და, სპეციალურად ამ წარმოდგენისათვის, სხვადასხვა თეატრის მსახიობები გააერთიანა. ახალგაზრდა მსახიობები პლასტიკის ენით, უსიტყვოდ ჰყვებიან რიჩარდ გლოსტერის მეფობის სისხლიან ამბავს, რომელიც საუკუნეების შემდეგაც შემზარავია. რეჟისორის შესახებ: კახაბერ შარტავა ილიაუნის […]
13 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, გიწვევთ ვილფრედ ლორიელს უნივერსიტეტის პროფესორის, ნოკოლაი კოვალევის ლექციაზე/დისკუსიაზე. ლექცია/დისკუსია გაიმართება პროექტის - „ნაფიცი მსაჯულები საქართველოში - პირველი ნაბიჯები და მიღებული გამოცდილება“ ფარგლებში. პროფესორი კოვალევი, პროექტის ხელმძღვანელთნ და ილიაუნის ასოცირებულ პროფესორთან, გიორგი მელაძესთან, ერთად, იმსჯელებს საქართველოს გამოცდილებაზე ნაფიც […]