11 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი „მწვანე სახლი“ წარმოგიდგენთ ფრანგულ დოკუმენტურ ფილმს - „ბავშვები მწვანე ვარდიდან“. ფილმი შეეხება პარიზის ერთ-ერთ დღის ცენტრს, რომელიც აუტიზმის, ფსიქიკური აშლილობისა და ქცევის მძიმე დარღვევების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება (Les enfants de la ROSE VERTE, რეჟისორი ბერნარ რიშარი, 2014 წ.). ფილმში მონაწილეობენ ცენტრის […]
12 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილების პრობლემებზე ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია. ანგარიში მომზადებულია კვლევითი პროექტის - „წარსულის ტყვეობაში: ქართველი დევნილების ჩახშული ხმები და სოციალური ინტეგრაციის დილემა“ - ფარგლებში. ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტი შესრულდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის კვლევითი […]
12 აპრილს, 17:00 საათზე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან. სტუდენტებს, რომელთაც აქვთ ტექნოლოგიური ბიზნესიდეა და სურთ ამ იდეის კომერციულ პროექტად გარდაქმნა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, შეუძლიათ თავიანთი იდეა სააგენტოს ბიზნესინკუბატორში წარადგინონ. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უკვე დაიწყო ტექნოპარკის ბიზნესინკუბატორში განსათავსებლად სტარტაპების შერჩევა. ინკუბატორში […]
12 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (ოთახები S 501-502) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა იტალიური ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსების შესახებ.დაინტერესებული პირები გაეცნობიან ამომწურავ ინფორმაციას კურსების განრიგის, ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ და მიიღებენ პასუხს მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე. დასწრება თავისუფალია. საკონტაქტო ინფორმაცია მის.: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 501-502 ოთახი (გ. წერეთლის ქ. #3, ვაკის პარკთან); ელფოსტა: cci.tbilisi@gmail.com ტელ.: 599 98 08 16 ფეისბუქ-გვერდი: italiuri kulturis centri
12 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორთან, თინათინ კახნიაშვილთან. შეხვედრის თემაა: გრავიტაციული ტალღები - ფანჯარა სამყაროში 2015 წლის 14 სექტემბერს განხორციელდა გრავიტაციული ტალღების დეტექტირება LIGO (Laser Interfometer Gravitational-wave Observatory) საერთაშორისო კოლაბორაციის ორ დეტექტორზე (განლაგებულია აშშ-ში). ამ აღმოჩენით დაიწყო ახალი ერა […]
13 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, ნარჩენების მართვის კომპანიის - McDonough Sustainable Innovation Collaboration - მთავარი მრჩეველი და ნარჩენების მართვაში სტრატეგიული ბიზნესგანვითარების დირექტორი, ლარი ბლეკი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: გადამუშავებაზე მეტი: ნარჩენების მდგრადი მართვის გეგმა (Beyond Recycling: Designing for Sustainable Waste Management). მომხსენებელი უპასუხებს კითხვას, არის თუ არა ნარჩენების რაოდენობის […]
13-14 აპრილს, 16:00-დან 19:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, არასამთავრობო ორგანიზაცია Seed of Hope გამართავს საჯარო ლექციების სერიას. არასამთავრობო ორგანიზაციის - Seed of Hope - მიზანია განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის, განათლებისა და თემის გაძლიერებისთვის სხვადასხვა ინიციატივის განხორციელება. ის აერთიანებს თემების ლიდერებს, პროფესიონალებს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და სოციალური სერვისის მოხალისეებს. 2015 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია Seed of Hope […]
13 აპრილს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში, ილიაუნის მუსიკის ცენტრი გიწვევთ რუსი პიანისტის, სერგეი პეტრაკოვის საფორტეპიანო კონცერტზე. შესრულდება შოპენის საფორტეპიანო ნაწარმოებები. სერგეი პეტრაკოვმა განათლება ჯერ მოსკოვის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, შემდგომ კი მოსკოვის კონსერვატორიაში მიიღო. დღეს ის აქტიურ საკონცერტო ცხოვრებას ეწევა როგორც რუსეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ. დრო: 13 აპრილს, ოთხშაბათს, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის […]
14 აპრილს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე კოკა ბრეგაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: სიყვარულის არსი რომანტიზმში: ნოვალისი და სოფია. საჯარო ლექცია ტარდება საბაკალავრო კურსის - რა არის პოეზია, პოეტები და მუზები - ფარგლებში. დრო: 14 აპრილი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის […]
14 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიებების ფარგლებში „ილიაუნი 10 წლისაა“ გაიმართება ფილოსოფიის ღამე. მომხსენებლები: გიგა ზედანია, პროფესორი თემა: სიცოცხლე და სისასტიკე: მამარდაშვილი, დერიდა, არტო თამარ ცოფურაშვილი, პროფესორი თემა: თავისუფლება, როგორც სიკეთისა და ბოროტების უნარი - ადამიანური თავისუფლების მეტაფიზიკურად დაფუძნების უკანასკნელი მცდელობა შელინგთან გიორგი მაისურაძე, პროფესორი თემა: ნიცშეს „ტრაგედიის დაბადება“ - "ისეთი სიბრძნის სამყარო, საიდანაც ლოგიკოსი განდევნილია" ლევან გიგინეიშვილი, პროფესორი თემა: ირონია: სოკრატე და კირკეგორი თამარ ცხადაძე, პროფესორი თემა: მორალი და ბედნიერი შემთხვევა ღონისძიებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ონლაინ რეჟიმში.
14 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიებების ფარგლებში „ილიაუნი 10 წლისაა“ გაიმართება ფილოსოფიის ღამე. მომხსენებლები: გიგა ზედანია, პროფესორი თემა: სიცოცხლე და სისასტიკე: მამარდაშვილი, დერიდა, არტო თამარ ცოფურაშვილი, პროფესორი თემა: თავისუფლება, როგორც სიკეთისა და ბოროტების უნარი - ადამიანური თავისუფლების მეტაფიზიკურად დაფუძნების უკანასკნელი მცდელობა შელინგთან გიორგი მაისურაძე, პროფესორი თემა: ნიცშეს „ტრაგედიის დაბადება“ - "ისეთი სიბრძნის სამყარო, საიდანაც ლოგიკოსი განდევნილია" ლევან გიგინეიშვილი, პროფესორი თემა: ირონია: სოკრატე და კირკეგორი თამარ ცხადაძე, პროფესორი თემა: მორალი და ბედნიერი შემთხვევა დრო: 14 აპრილი, 19:00-22:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის […]
15 აპრილს, პარასკევს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნი მასპინძლობს იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც იენის უნივერსიტეტში მობილობით დაინტერესებულ სტუდენტებს ჩაუტარებს საინფორმაციო შეხვედრას. საკონტაქტო ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახური ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge ტელ.: (995 322) 22 00 09 (367) დრო: 15 აპრილი, 12:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია, ილიას […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ბაზისბანკის” ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში არსებული შეთანხმების თანახმად, ”ბაზისბანკი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი ყოველწლიური ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხას საინტერესო საუნივერსიტეტო პროექტების განხორციელებისკენ მიმართავს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, 15 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში, ილიაუნის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონესაბაკალავრო პროგრამის 4 სტუდენტი დაჯილდოვდება. მარიამ გაგუას, ერეკლე ჯმუხაძეს, საბა კაკაბაძესა და […]
15 აპრილს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, გაიმართება „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელთა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. ბანკის ადამიანური რესურსების განყოფილების თანმშრომლები ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს გააცნობენ „ახალგაზრდა ბანკირების საერთაშორისო პროგრამას“, რომელიც ითვალისწინებს 6-თვიან სასწავლო კურსს ქალაქ სოფიაში (ბულგარეთი). კანდიდატთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების […]
15 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის, WEG-ის და ენერგეტიკის ექსპერტების სადისკუსიო კლუბის მონაწილეობით, ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სემინარების სერიის ფარგლებში, გაიმართება დისკუსია -ენერგეტიკა წინასაარჩევნო პერიოდში, რომელზეც განიხილება საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული საკვანძო პრობლემები. დისკუსიის თემებია: ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილი […]
პარასკევს, 15 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთან, ბიძინა კაპანაძესთან. შეხვედრის თემაა: ლაცერტიდების შესწავლა მაღალ ენერგიებზე თანამგზავრ „სვიფთის“ მეშვეობით ლაცერტიდები ქმნიან გალაქტიკათა აქტიური გულების ექსტრემალურ კლასს, რომლებშიც მიმდინარეობს სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალენერგიულსა და არასტაციონარულ პროცესებზე დაკვირვება. გასული ოთხი ათწლეულის განმავლობაში წარმოებული ინტენსიური კვლევების მიუხედავად, ჯერ […]
15 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ბიოლოგი, ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, ლევან ბუთხუზი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: "რატომ არ გვჯერა მეცნიერების - კლიმატის ცვლილება და პოლიტიკური ჭიდილი". ლექცია მიზნად ისახავს დაინტერესებული აუდიტორიისთვის კლიმატის ცვლილების შესახებ საბაზისო ინფორმაციის პოპულარული გზით მიწოდებას; აგრეთვე - საფრთხეებისა და მათი რეალურობის შეფასებას. განსაკუთრებული […]
16 აპრილს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი - SALiS აწყობს კონფერენციას თემაზე: კვლევაზე დაფუძნებული სწავლება – პრაქტიკული გამოცდილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. დრო: 16 აპრილი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა, ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს, ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5) კონფერენციის პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილში.
16 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში ილიაუნის განათლების სკოლა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კინგსი“ გამართავენ ერთობლივ შეხვედრას მასწავლებლებთან. შეხვედრის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ჩატარდება სემინარი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან თემებზე. პედაგოგები გაეცნობიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს. სემინარს გაუძღვება ილიაუნის განათლების სკოლის ხელმძღვანელი, სოფიკო ლობჟანიძე. აღნიშნული შეხვედრა დასაწყისია ტრენინგების ციკლისა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
16 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის მიერ ორგანიზებული სტუდენტური კონკურსის ფინალური ეტაპი, რომელზეც განიხილება იქნება კონკურსის ფარგლებში სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური ბიზნესიდეებიდან საუკეთესოები. კონკურსანტები საკუთარ პროექტებს Elevator Pitch ფორმატით წარადგენენ ჟიურის წინაშე, რომელიც დაკომპლექტებულია მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის წევრების, ილიაუნის პრეაქსელერატორის და კურსდამთავრებულთა ქსელის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებით. გამარჯვებული კონკურსანტი მიიღებს ფულად […]
17 აპრილს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების ფორუმი გაიმართება. ფორუმი აერთიანებს ღია კარის დღეს, ვრცელ ინტერაქტიულ პრეზენტაციებს. საგანმანათლებლო პროგრამების ფორუმი ფარავს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებს. B 202 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. #32) 11:00-დან 18:00 საათამდე წარმოდგენილი იქნება სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის სტენდები. უნივერსიტეტის წარმომადგენლები გაგცემენ პასუხს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე და გადმოგცემენ სამაგისტრო და […]
17 აპრილს, კვირას, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში, ილიაუნის მუსიკის ცენტრი გიწვევთ საოპერო მუსიკის კონცერტზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნისა და კონერვატორიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. კონცერტი მიეძღვნება ცნობილი იტალიელი ტენორის, ფრანკო კორელის ხსოვნას. შესრულდება არიები ჯოაკინო როსინის, ჯუზეპე ვერდის, ლუიჯი ქერუბინის და სხვათა ოპერებიდან. კონცერტის ბოლოს ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი - „შეხვედრა ფრანკო კორელისთან“. […]