1-ლ თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და გამომცემლობა „ინდიგო“ გიწვევთ ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნის და ჟურნალ „ინდიგოს“ ახალი, მეხუთე ნომრის პრეზენტაციაზე (ყდაზე - ზაზა ბურჭულაძე). წიგნი - სახელწოდებით, „ტურისტის საუზმე“ - გამოსცა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, ჟურნალ „ინდიგოს“ მე-5 ნომერში კი დაიბეჭდა ინტერვიუ ზაზა ბურჭულაძესთან და […]
5 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრას ღია სტუდენტურ კონკურსთან დაკავშირებით. კონკურსი, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი SDC-ის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს, ითვალისწინებს ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი კომპლექსის დაპროექტებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება […]