CYBER TALKS: გაციფრულდი ან მოკვდი, ანუ ვიბარებთ თმას Online. მართლა.

Cyber Talks-ის შემდეგი სტუმარია მარკეტერი და „ლეწეს“ თანადამფუძნებელი ნიკა ჟღერია. თ(ე)მით: გაციფრულდი ან მოკვდი, ანუ ვიბარებთ თმას Online. მართლა. საუბარი ძირითადად შეეხება თმის ჩაბარების სერვისის გაციფრულების პროცესს, ანუ როგორ გადავბარგდით განათების ბოძებიდან და სადარბაზოებიდან ინტერნეტში, როგორ დააჩქარა ეს პროცესი კორონავირუსმა და ახლო მომავალში კიდევ რაიმე ისეთის გაკეთებას ხომ არ ვაპირებთ, რასაც განსაკუთრებული უნარი სჭირდება. გარდა […]

CYBER TALKS: წიქარა“, „ხუთკუნჭულა“ და სხვა ზღაპრები Software Development-ის შესახებ

„წიქარა“ და „ხუთკუნჭულა“ საკმაოდ ცნობილი ქართული ზღაპრებია, რომლებიც ყველამ ვიცით ბავშვობიდან. თუმცა ალბათ არასდროს შეგვიხედავს მათთვის software development ინდუსტრიის გადმოსახედიდან. შემდეგ Cyber Talks-ზე Android დეველოპერი, სპიკერი და დეველოპმენტკომუნის აქტიური წევრი, GDG Tbilisi თანაორგანიზატორი და პირველი ქართული ტექნოლოგიური პოდკასტის(debugger podcast) მასპინძელი ტატო კუტალია გეტყვით, რა აკავშირებთ ქართული ზღაპრის გმირებს software development-თან და ზღაპრის მაგალითებზე განვიხილავთ, რა არის დღეს ამ […]

ვებინარების სერია: COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევები და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება

8 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის, ადიქციის კვლევების ინსტიტუტისა და სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით ვებინარების სერიის „COVID-19-თან დაკავშირებული ახალი ფსიქოსოციალური რეალობა და მასთან გამკლავება“ ფარგლებში გაიმართება მესამე ვებინარი. ვებინარის თემა: „COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევები და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება“ მომხსენებლები ისაუბრებენ, თუ რა გამოწვევების წინაშე აყენებს COVID-19-ის პანდემია ნარკოტიკებზე დამოკიდებულ და ნარკოტიკების მომხმარებელ […]

Live-საინფორმაციო შეხვედრა: პროექტი „ილიაუნი+“ და უნილაბის პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის

11 მაისს, 19:00 საათზე, ფეისბუქლაივით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა უნილაბის მოკლე პრაქტიკული კურსების შესახებ პროექტის „ილიაუნი +" ფარგლებში. შეხვედრას გაუძღვება უნილაბის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სანდრო ასათიანი. პროექტის „ილიაუნი+" ფარგლებში ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას პრაქტიკული კურსები გაიაროთ ციფრული მარკეტინგის, wordpress დეველოპმენტის, Front-end (html, css) და UX დიზაინის საწყისებისა და Python დეველოპმენტის მიმართულებით. განაცხადების […]

CYBER TALKS: „რა შესაძლებლობებს გაძლევს პითონის შესწავლა“

პითონი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროგრამირების ენაა. Python დეველოპერთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება კოდის აღქმის სიმარტივის დამსახურებით. შემდეგ Cyber Talks-შზე უნილაბის ლექტორი და Python დეველოპერი თემურ ჩიჩუა გესაუბრებათ თემაზე „რა შესაძლებლობებს გაძლევს პითონის შესწავლა“, გაგაცნობთ ამ პროგრამულ ენას, პრაქტიკულ მაგალითებს, და სასწავლო რესურსებითაც მოგამარაგებთ. გელოდებით ჩვენს Facebook გვერდზე, 15 მაისს, პარასკევს, 19:00 საათზე.

NASA Space Apps COVID-19 Challenge

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, NASA European Space Agency (ESA)-სა და Japan Aerospace Exploration Agency (JAXA)-თან ერთად 29-31 მაისს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით გლობალურ ჰაკათონს – NASA Space Apps COVID-19 Challenge-ს ონლაინრეჟიმში გამართავს. პროექტი Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, მთავარი პარტნიორები არიან სექტორი 3 და პრომედოსი. ვირტუალურ ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად NASA იწვევს პროგრამისტებს, ენტერპრენერებს, მეცნიერებს, დიზაინერებს, ორატორებს, […]

შეხვედრა ალექსანდრე ხუბულავასთან – BOOSTER Talks

15 მაისს, პარასკევს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება საქართველოში ყველაზე დიდი დასაქმების პლატფორმის, jobs.ge-ს დამფუძნებელი და დირექტორი ალექსანდრე ხუბულავა. BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან შეხვედრებს ონლაინრეჟიმში. შეხვედრისას მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: როგორ შეიქმნა jobs.ge; როგორ შეიცვალა დასაქმების სისტემა ბოლო წლების მანძილზე; ფრილანსერობის უპირატესობები; […]

Live-საინფორმაციო შეხვედრა: არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა

15 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ფეისბუქის ლაივის საშუალებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას არქიტექტურის პროგრამის შესახებ. მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან: ია კუპატაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი, მკვლევარი ნანო ზაზანაშვილი – არქიტექტურის მკვლევარი, თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურის, ურბანული პოლიტიკისა […]

ვებინარების სერია: „სტუდენტური ასაკი და ფსიქიკური ჯანმრთელობა“

15 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის, ადიქციის კვლევების ინსტიტუტისა და სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერიის „COVID-19-თან დაკავშირებული ახალი ფსიქოსოციალური რეალობა და მასთან გამკლავება“ მეოთხე ვებინარი. ვებინარის თემა: „სტუდენტური ასაკი და ფსიქიკური ჯანმრთელობა“ ვებინარზე საუბარი შეეხება სტუდენტური ასაკის ადამიანების COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებს. გაგიზიარებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედ სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების […]