Loading Events

« All Events

  • This event has passed.

“გაციფრულდი ან მოკვდი

მაისი 8, 2020 / 16:49

Cyber Talks-ის შემდეგი სტუმარია მარკეტერი და „ლეწეს“ თანადამფუძნებელი ნიკა ჟღერია.

თ(ე)მით: გაციფრულდი ან მოკვდი, ანუ ვიბარებთ თმას Online. მართლა.

საუბარი ძირითადად შეეხება თმის ჩაბარების სერვისის გაციფრულების პროცესს, ანუ როგორ გადავბარგდით განათების ბოძებიდან და სადარბაზოებიდან ინტერნეტში, როგორ დააჩქარა ეს პროცესი კორონავირუსმა და ახლო მომავალში კიდევ რაიმე ისეთის გაკეთებას ხომ არ ვაპირებთ, რასაც განსაკუთრებული უნარი სჭირდება.

გარდა ამისა, ნიკა ორი…ასეული სიტყვით მოგვიყვება თავის საყვარელ ფეილისტორიაზეც, იმაზე, როგორ არ გამოვიდა მისგან ქართული ენგერმენეჯმენტის მთავარი ფასილიტატორი და რატომ აღარ არსებობს „ლეწე“…ჯერჯერობით.

კვირას, 17:00 საათზე, გელოდებით ჩვენს Facebook-გვერდზე.

ვიდეოს ლინკი:

„წიქარა“, „ხუთკუნჭულა“ და სხვა ზღაპრები Software Development-ის შესახებ

„წიქარა“ და „ხუთკუნჭულა“ საკმაოდ ცნობილი ქართული ზღაპრებია, რომლებიც ყველამ ვიცით ბავშვობიდან. თუმცა ალბათ არასდროს შეგვიხედავს მათთვის software development ინდუსტრიის გადმოსახედიდან.

შემდეგ Cyber Talks-ზე Android დეველოპერი, სპიკერი და დეველოპმენტკომუნის აქტიური წევრი, GDG Tbilisi თანაორგანიზატორი და პირველი ქართული ტექნოლოგიური პოდკასტის(debugger podcast) მასპინძელი ტატო კუტალია გეტყვით, რა აკავშირებთ ქართული ზღაპრის გმირებს software development-თან და ზღაპრის მაგალითებზე განვიხილავთ, რა არის დღეს ამ ინდუსტრიაში ყველაზე მოთხოვნადი და რას უნდა ველოდოთ.

გელოდებით ოთხშაბათს, 20:00 საათზე, ჩვენს Facebook გვერდზე.

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 8, 2020
Time:
16:49
Event Category:
Event Tags: