ინტერაქტიული გამოფენა: სამყარო. ადამიანი. ინტელექტი

გოეთეს ინსტიტუტი, მაქს პლანკის საზოგადოება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ გამოფენას „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი”, რომელიც ეძღვნება გერმანიის უახლეს სამეცნიერო მიღწევებს. ინტერაქტიული გამოფენა მოგვითხრობს კაცობრიობის დიდ საიდუმლოებებსა და მეცნიერული აზროვნების მიღწევებზე. „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი“ წარმოადგენს მაქს პლანკის საზოგადოების კვლევის შედეგებს, მიმდინარე და სამომავლო კვლევით პროექტებს გერმანიიდან და სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც კაცობრიობის მიერ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. გამოფენის […]

პროფესორ ირინა ლობჟანიძის წიგნის „სასრული პოზიციის კომპიუტერული მორფოლოგია: ქართული ენის ანალიზატორი და გენერატორი“ პრეზენტაცია

22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფ. ირინა ლობჟანიძის წიგნის პრეზენტაცია: ''Finite-State Computational Morphology: An Analyzer and Generator for Georgian (იხ. Springer Publishing https://link.springer.com/book/10.1007/978-3-030-90248-3). ნაშრომის შესახებ ნაშრომი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას სთავაზობს წლების განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კორპუსისა და კომპიუტერული დამუშავების მიმართულებით მიმდინარე კვლევის შედეგებს. წიგნი შედგება სამი თავისა […]

ერთობლივი დასაქმების ფორუმი 2022

24 ოქტომბერს, 15:00-17:00 საათზე, შერატონ მეტეხი პალასის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სდსუ – საქართველოს, თსუ-ის, ილიაუნისა და სტუ-ის ერთობლივი დასაქმების ფორუმი. ღონისძიების მიზანია დამსაქმებლებისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოსა და პარტნიორი უნივერსიტეტების საერთაშორისო პროგრამების წარმატებული სტუდენტების დაკავშირება დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობისათვის. სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ STEM მიმართულების პროგრამებზე – ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული […]

კვლევის მონაცემების მართვა (Research Data Management) – სემინარი სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის

2022 წლის 24 ოქტომბერს 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გიწვევთ სემინარზე, რომელსაც გაუძღვება მაქს პლანკის (მიუნხენი, გერმანია) ციფრული ბიბლიოთეკის თანამშრომელი დოქტორი ივ ვინსენტ გროსმანი. სემინარზე დეტალურად განიხილება კვლევის მონაცემების მართვასთან დაკავშირებული ასპექტები: კვლევის მონაცემების დეფინიცია; მეტამონაცემები და სტანდარტები; FAIR DATA პრინციპები; სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები; კვლევის მონაცემების გრძელვადიანი დაარქივება. მომხსენებელი პირველ ნაწილში ისაუბრებს ზოგად […]

MDF მედიაწიგნიერების ფორუმი 2022

26-27 ოქტომბერს მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების მე-11 გლობალური კვირეულის ფარგლებში მასპინძლობს ყოველწლიურ მედიაწიგნიერების ფორუმს. ღონისძიება ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით. ღონისძიება მედია და ინფორმაციული წიგნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს შემდეგ თემატურ ვორკშოპებს: გემიფიკაცია – „ცეცხლთან ცეცხლით ბრძოლა: როგორ გავხდეთ ბოროტი გენიოსი და ვმართოთ მსოფლიო", ლიზა პოოტი, […]

ინტერაქტიული გამოფენა: სამყარო. ადამიანი. ინტელექტი – გახსნითი ღონისძიება

25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა გერმანიის უახლესი სამეცნიერო მიღწევებისადმი მიძღვნილი ინტერაქტიული გამოფენა „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი”, რომლის ორგანიზატორებიც უნივერსიტეტთან ერთად არიან გოეთეს ინსტიტუტი და მაქს პლანკის საზოგადოება. გამოფენა მოგვითხრობს კაცობრიობის დიდ საიდუმლოებებსა და მეცნიერული აზროვნების მიღწევებზე. „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი“ წარმოადგენს მაქს პლანკის საზოგადოების კვლევის შედეგებს, მიმდინარე და სამომავლო კვლევით პროექტებს გერმანიიდან და სვამს ისეთ შეკითხვებს, […]

პიანისტ გიორგი ბერიაშვილის ლექცია- კონცერტი „ფრანგული მუსიკის ოთხი მწვერვალი“

31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტი და მუსიკათმცოდნე, საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის დელ დუკას პრემიის ლაურეატი გიორგი ბერიაშვილი გამართავს ლექცია-კონცერტს „ფრანგული მუსიკის ოთხი მწვერვალი“, ისაუბრებს კლოდ დებიუსის, ჟან-ფილიპ რამოს, ოლივიე მესიანისა და სეზარ ფრანკის შემოქმედებაზე. ლექცია-კონცერტზე დამსწრეები გიორგი ბერიაშვილის შესრულებით მოისმენენ ნაწყვეტებს კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან. კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა. სამუშაო ენა: […]

ადრეული ბაზრის ვალიდაცია – როგორ დავრწმუნდეთ, რომ „სწორად ქმნით მას, სანამ შექმნით“ – კარინა სოტნიკის საჯარო ლექცია

1 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაიმართება WorldUpstart-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, კარინა სოტნიკის საჯარო ლექცია: „ადრეული ბაზრის ვალიდაცია-როგორ დავრწმუნდეთ, რომ „სწორად ქმნით მას, სანამ შექმნით“ კარინა სოტნიკის შესახებ კარინა სოტნიკი არის სერიული ანტრეპრენერი, მენტორი და მრჩეველი, რომელსაც აქვს სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება. მან დააარსა AppItUP Challenge, ციფრული […]

ფორუმი „Tbilisi PR Days • თბილისის პიარის დღეები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით 4-5 ნოემბერს გაიმართება კომუნიკაციის სფეროში საქართველოში პირველი საერთაშორისო ფორუმი „თბილისის პიარის დღეები“. 4-5 ნოემბერს საზოგადოებასთან ურთიერთობის მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები პანდემიის პერიოდში პიარისა და მარკეტინგის სფეროს გამოწვევებისა და გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ. 4 ნოემბერს, ფორუმის პირველ დღეს, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები იტალიიდან, საფრანგეთიდან, სერბეთიდან და ავსტრიიდან მსოფლიოში კომუნიკაციების […]

CAUCASUS MOUNTAIN FORUM 2023

Designed to be a meeting place for scientists, policymakers, and practitioners from the Caucasus region and beyond, the third Caucasus Mountain Forum (CMF3) follows in the footsteps of CMF1 (2016) and CMF2 (2019) as a crucial opportunity for constructive interaction between scientists, governmental experts, and practitioners; with debate on opportunities and challenges and contributions to the improved coordination […]