დოქტორანტ ლელა ჩიტაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

14 მაისს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ნეირომეცნიერებების (მიმართულება: მოლეკულური ბიოლოგია) სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ლელა ჩიტაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „წიწილებში მხედველობითი იმპრინტინგის მეხსიერების მოლეკულური მექანიზმები - კოგნინის, მიტოქონდრიული ნადH დეჰიდროგენაზული კომპლექსის II სუბერთეულისა და Src კინაზას კომპლექსის ცვლილებების შესწავლა“ ("Molecular mechanisms of visual imprinting […]

დოქტორანტ მარიამ ალბექიონის სადისერტაციო ნაშრომის “GLOBAL-SCALE ROSSBY WAVES ON STARS” დაცვა

21 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის - კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი მარიამ ალბექიონი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს: “Global-Scale Rossby Waves on Stars” (მსხვილმასშტაბიანი როსბის ტალღები ვარსკვლავებზე). სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ კუხიანიძე, გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ლაურენტ გიზონი სამუშაო ენა: ინგლისური […]

„გარემოში სითბოს გავრცელების კანონების შესახებ“ – პროფესორ მერაბ სვანაძის საჯარო სემინარი

24 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი მერაბ სვანაძე გამართავს სემინარს „გარემოში სითბოს გავრცელების კანონების შესახებ“. მომხსენებელი მიმოიხილავს გარემოში სითბოს გავრცელების კანონებს, კერძოდ, გააანალიზებს ფურიეს კლასიკური კანონიდან (1822) დაწყებული დღემდე არსებულ განზოგადებულ კანონებს, ამასთან ამ კანონებზე დაფუძნებულ თერმოდრეკადობის კლასიკურ და განზოგადებულ თეორიებსა და ამ თეორიების შედეგებს, დასასრულს განიხილავს პერსპექტიული კვლევების ძირითად […]

მარკეტინგული ღონისძიება “COPY BREAK“ მეორედ გაიმართება

24 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრების ორგანიზებით, საქართველოში მეორედ გაიმართება მარკეტინგული ღონისძიება “Copy Break” –  „ქოფირაითინგული შესვენება“. ქოფირაითინგი ქართულ ბაზარზე ახლახან შემოსული ცნებაა, ამიტომ პროექტის მიზანია, დაინტერესებულ აუდიტორიას გააცნოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს კონკრეტული მიმართულება, წარმოაჩინოს მისი მნიშვნელობა კრეატიულ ინდუსტრიასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში, კერძოდ, სარეკლამო […]

„კვანტური გამოთვლები ცივი ატომებით ოპტიკური პინცეტების ორგანზომილებიან მესერში“ – პროფესორ გიორგი ვეშაპიძის საჯარო სემინარი

24 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი გიორგი ვეშაპიძე გამართავს საჯარო სემინარს „კვანტური გამოთვლები ცივი ატომებით ოპტიკური პინცეტების ორგანზომილებიან მესერში“. კვანტური გამოთვლები ოპტიკური პინცეტების (Optical Tweezers) ორგანზომილებიან (რამდენიმემიკრონიანი პერიოდის მქონე) მესერში ჩაჭერილ ულტრაცივ გაზის ატომებზე წარმოადგენს კვანტური კომპიუტერის რეალიზების ახალ, სწრაფად განვითარებადსა და პერსპექტიულ მიმართულებას. კვანტური კომპიუტერის ამ რეალიზაციაში  ქუბიტის როლს […]

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმისა და შინაარსის ძიებაში“ – სტატიების კრებულის პრეზენტაცია

27 მაისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება სტატიების კრებულის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმისა და შინაარსის ძიებაში“ პრეზენტაცია. წიგნი ინსტიტუტის მრავალწლიანი პროექტის ფარგლებში მომზადდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, ლუკა ნახუცრიშვილის სამეცნიერო ხელმძღვანელობით და უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გამოსცა გამომცემლობა „ზიარმა“. პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ:  ნატალია ალხაზიშვილი, „ზიარის“ ხელმძღვანელი ლუკა ნახუცრიშვილი, კრებულის სამეცნიერო რედაქტორი გიორგი […]

ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში პროფესორ მარკ-გეორგ დერმანის საჯარო სემინარები გაიმართება

27 და 29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში Erasmus+-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში გაიმართება ჰუმბოლტის უნივერსიტეტის  პროფესორის მარკ-გეორგ დერმანის საჯარო სემინარები. სემინარზე დასწრება საინტერესო იქნება ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, ასევე ლიტერატურის თეორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. 27 მაისი, 19:00 საათი – “Roman Jakobson’s Linguistics and Poetics“ („რომან იაკობსონის ლინგვისტიკა და პოეტიკა“) მნიშვნელოვანია, რომ დამსწრეებს წინასწარ ჰქონდეთ […]

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე და სტუდენტური კონკურსი

7 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული მოხსენებათა ციკლი, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის თვალსაზრისით როგორც ხანმოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის თემაა: „სურსათის უვნებლობა: მოემზადე მოულოდნელობებისთვის“. ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სტუდენტური კონკურსი - „რატომ არის მნიშვნელოვანი: […]

„ბიობლიცი“

8 ივნისს, 11:00-დან 17:00 საათის ჩათვლით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ERGA-ის (ევროპული გენომის ატლასი) დაფინანსებით, GEORBLITZ-ის ინიციატივის ფარგლებში გაიმართება „ბიობლიცი“. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებს გაუზარდოს ინტერესი ველური ბუნების მიმართ და გააცნოს დაკვირვებისა და კვლევის ტექნიკა. მეცნიერები და ღონისძიების სხვა მონაწილენი შეძლებენ საქართველოში არსებული ცოცხალი ორგანიზმების, კერძოდ, ორფრთიანების (ბუზები და მონათესავე ორგანიზმები), […]

სოციოლოგიის კვირეული

10-14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”გაიმართება სოციოლოგიის კვირეული. ღონისძიება გაიხსნება 10 ივნისს, 17:00 საათზე. ილიაუნის სოციოლოგიის პროგრამის პროფესორები, დოქტორანტები, მოწვეული მკვლევრები ისაუბრებენ აქტუალურ საზოგადოებრივ საკითხებზე საქართველოში. კვირეულზე წარმოდგენილი კვლევებისა და დისკუსიის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: მოსახლეობის დამოკიდებულება ევროკავშირში გაწევრიანებისადმი, პროტესტი და ახალგაზრდების ღირებულებები, უთანასწორობა და სოციალური პოლიტიკა, აფხაზეთის კონფლიქტი და სხვ.