ფრანგულენოვანი წიგნის LA GÉORGIE À LA CROISÉE DES CULTURES (საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე) პრეზენტაცია
10 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის La Géorgie à la croisée des cultures (საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე) პრეზენტაცია. წიგნის გამოცემის იდეა დაიბადა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ჩატარდა […]