პროფესორ ჩარლზ პენსის ლექციების სამდღიანი კურსი „ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითადი საკითხები“

22, 24 და 25 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროგრამაზე  გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში  ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის (ბელგია)  მეცნიერების ფილოსოფიისა და საზოგადოების ცენტრის პრეზიდენტი, ჟურნალის Philosophy, Theory, and Practice in Biology რედაქტორი, პროფესორი ჩარლზ პენსი ჩაატარებს ლექციების კურსს ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითად საკითხებზე. ლექციების თემები: საფუძვლები: ბუნებრივი გადარჩევა როგორც კაუზალური, ემპირიული და პრობაბილისტური თეორია; ბუნებრივი გადარჩევა, შეგუებულობა (fitness) […]

კონფერენცია „ფსიქოთერაპიული მეთოდი − მითოდრამა“

24 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის, ქართულ-შვეიცარიული პროექტის „ნერგი“-სა და „საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის" ორგანიზებით გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია „ფსიქოთერაპიული მეთოდი − მითოდრამა“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მეთოდის ავტორი, ციურიხის კონფლიქტების მართვის ინსტიტუტის დირექტორი, ციურიხის განათლების უნივერსიტეტის პროფესორი ალლან გუგენბიული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009 წლიდან თანამშრომლობს ბერნის (შვეიცარია) ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრსა და ამ ცენტრის ბავშვთა […]

Falling Walls Lab Georgia 2025 − საინფორმაციო შეხვედრა

31 მაისს თბილისში გაიმართება ადგილობრივი კონკურსი, რომელიც შესთავაზებს სტუდენტებსა და დოქტორანტებს − ქართველ და საერთაშორისო ტალანტებს − თავიანთი ინოვაციური იდეების წარმოჩენის შესაძლებლობას. გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს გლობალურ Falling Walls Science Summit-ზე ბერლინში. ეს პლატფორმა  კონკურსის მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, გაუზიარონ მსმენელს საკუთარი იდეები ბერლინის საერთაშორისო სცენაზე, ისწავლონ, როგორ შექმნან 3-წუთიანი მომგებიანი შეთავაზება, დაუკავშირდნენ წამყვან მეცნიერებს, მეწარმეებსა და […]

კვლევითი პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა

25 აპრილს, 17:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა. საქართველოში მოდერნიზაციის შესწავლისას ეს კვლევა ყურადღებას ამახვილებს ცარისტული მმართველობის პირობებში განხორციელებულ მოდერნიზაციის იმპერიულ პროექტებსა და მათ გამოძახილზე 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის თუ ადრეულ საბჭოთა პერიოდში. მოდერნიზაციას პროექტი განიხილავს არა როგორც სწორხაზოვან პროცესს, ცალმხრივი ძალაუფლებრივი […]

ისტორიის დოქტორ თეა ქართველიშვილის მოხსენება „ოკუპირებული ტერიტორიების ხელნაწერი მემკვიდრეობა“

25 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E209 აუდიტორიაში შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის დოქტორი თეა ქართველიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „ოკუპირებული ტერიტორიების ხელნაწერი მემკვიდრეობა“ (კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საისტორიო დოკუმენტების მიხედვით). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ისტორია დიდწილად პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლია. აფხაზეთის ა/რ-ის […]

დისკუსია „სან პატრინიანოს მოდელის კონცეფცია და პრაქტიკაში დანერგვის პერსპექტივები“

25 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ორგანიზაციის „პრევენცია ცვლილებისთვის“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია, რომელზეც მომხსენებლები დეტალურად განიხილავენ სან პატრინიანოს მოდელს.  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სათემო სარეაბილიტაციო პროგრამა ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირებისა და განსაკუთრებით კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანების რეაბილიტაციისთვის, რომელსაც წარმატებით იყენებენ იტალიაში. მომხსენებლები ასევე განიხილავენ საკითხებს: სან პატრინიანოს მოდელის […]

პროფესორ ფრანკ თომას გრუბის სემინარი „ამბების თხრობა: საზოგადოება, ისტორია, თანამედროვეობა და ლიტერატურა“

26 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F412 ოთახში პროგრამის Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ფრანკ თომას გრუბი გამართავს სემინარს „ამბების თხრობა: საზოგადოება, ისტორია, თანამედროვეობა და ლიტერატურა“ (Geschichte(n) erzählen: Gesellschaft, Geschichte, Gegenwart und Literatur). პროფესორ გრუბის კვლევის სფეროა თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მწერლობა და კულტურისმცოდნეობის დიდაქტიკა. მისი სამეცნიერო ინტერესები […]

დოქტორანტ აია ბერაიას სადისერტაციო ნაშრომის „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“ დაცვა

29 აპრილს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი აია ბერაია დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“  (Feminist Democracy: Reconstruction of Autonomy, Identity and Citizenship). […]

პროფესორ ოსკარ სანჩეზ მუნოზის საჯარო ლექცია „ადამიანის უფლებათა დაცვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“

29 აპრილს, 13:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვევით პროფესორი ოსკარ სანჩეზ მუნოზი (Óscar Sánchez Muñoz) წაიკითხავს საჯარო ლექციას „ადამიანის უფლებათა დაცვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“. პროფესორი მუნოზი არის ვალიადოლიდის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით და ვენეციის კომისიის წევრი (შემცვლელი). 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და აქვს აკადემიური მოღვაწეობის 30-წლიანი გამოცდილება. პროფესორი […]

პანელური დისკუსია „ევროკავშირის გაფართოება გლობალური ცვლილებების ეპოქაში: შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოსთვის“

29 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ევროკავშირის გაფართოება გლობალური ცვლილებების ეპოქაში: შესაძლებლობები და რისკები საქართველოსთვის“. დისკუსიაზე მიმოხილული იქნება შემდეგი საკითხები: ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური არგუმენტები, გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა ევროკავშირის სტრატეგიულ ხედვაზე, გლობალური ტრანსფორმაციების მნიშვნელობა საქართველოსთვის და ამ უკანასკნელის პოზიციონირება ახლად წარმოქმნილ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ვურცბურგის […]