ფსიქოთერაპევტ შოთა ბერულავასთან შეხვედრა „Adolescence − ფსიქოლოგიური პერსპექტივები“

30 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 ოთახში, ფსიქოთერაპევტი, ილიაუნის ფსიქოლოგიის ალუმნი ქსელისა და ფსიქოლოგიის სკოლა ანიმოტერმის თანადამფუძნებელი შოთა ბერულავა გამართავს შეხვედრას თემაზე: „Adolescence − ფსიქოლოგიური პერსპექტივები“. მომხსენებელი მხოლოდ სერიალს Adolescence არ განიხილავს, შეხვედრაზე ასევე ისაუბრებს თემებზე: თაობათა შორის ემოციური და სოციალური ხიდჩატეხილობის სირთულეები; ენობრივი და სიმბოლური სისტემები, რომლებიც თაობებს შორის განსხვავებას ქმნის და […]

დოქტორანტ სრომონ შარკარის საჯარო მოხსენება „იქ, სადაც მოედინება საკრალურობა: კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ინფრასტრუქტურული პოლიტიკა ინდოეთის ბენგალის დელტაში“

30 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A405 ოთახში ილიაუნის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით სრომონ შარკარი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) გეოგრაფიისა და გარემოს დეპარტამენტის დოქტორანტი საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და ურბანული კვლევების მიმართულებით, წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „იქ, სადაც მოედინება საკრალურობა: კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ინფრასტრუქტურული პოლიტიკა ინდოეთის ბენგალის დელტაში“. მომხსენებელი ეთნოგრაფიულ დაკვირვებებზე დაყრდნობით განიხილავს […]

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2025

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისები წარმოგიდგენთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან კარიერული განვითარების ღონისძიებას ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2025. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელზეც ყველა სტუდენტსა თუ ახალგაზრდა სპეციალისტს გეძლევათ შესაძლებლობა, შეხვდეთ საქართველოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს, გაიცნოთ სამუშაო შესაძლებლობები და დაიწყოთ პროფესიული გზა. რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა? სტუდენტებისთვის: პირისპირ კომუნიკაცია 50+ კომპანიის HR და […]

Embedding მოდელების მნიშვნელობა და აქტუალურობა, მათი შექმნისა და არქიტექტურის შერჩევის მეთოდოლოგია

3 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება Tbilisi AI Meetups-ის შეხვედრა თემაზე „Embedding მოდელების მნიშვნელობა და აქტუალურობა, მათი შექმნისა და არქიტექტურის შერჩევის მეთოდოლოგია“. მომხსენებელი სანდრო ბარნაბიშვილი გააანალიზებს embedding მოდელების როლს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის სისტემებში. ძლიერი დიდი ენის მოდელების (LLM) აქტუალური განვითარების მიუხედავად, embedding-ები კვლავ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს საძიებო და რეკომენდაციის სისტემებში. მონაწილეები […]

ილიაუნის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე

8 მაისს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 ოთახში დიდი მოთხოვნის გამო კიდევ ერთხელ გაიმართება აბიტურიენტებისთვის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე. შეხვედრაზე აბიტურიენტები გაეცნობიან არქიტექტურის პროგრამის მიზნებსა და ღირებულებებს, მოისმენენ დეტალურ ინფორმაციას შემოქმედებითი ტურის, სასწავლო პროგრამისა და კარიერული პერსპექტივების შესახებ, გაიგებენ მეტს სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამებისა და კურსდამთავრებულთა კლუბის შესახებ, შეხვდებიან არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელსა და აკადემიურ პერსონალს. […]

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე და სტუდენტური კონკურსი

6 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული მოხსენებათა ციკლი, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით როგორც ხანმოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის თემაა „სურსათის უვნებლობა: მეცნიერება მოქმედებაში“. ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სტუდენტური კონკურსი „რატომ არის მეცნიერება მნიშვნელოვანი […]

მკვლევარ რავზა ალთუნთაშ ჩაქირის საჯარო ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

6 და 7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის მოწვეული მკვლევარი, მარმარის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი რავზა ალთუნთაშ ჩაქირი სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და თემით დაინტერესებული საზოგადოებისთვის წაიკითხავს ლექციებს, რომლებიც მიზნად ისახავს ისლამურ სამყაროში მოდერნულობისა და დემოკრატიის შესახებ მიმდინარე დისკუსიების გააზრებას. „ისლამი და მოდერნულობა“ მომხსენებელი განიხილავს დებატებს მოდერნულობის შესახებ ისლამურ აზროვნებაში და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს […]

ელჩ ჰიონდუ კიმის საჯარო ლექცია „კორეა-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება მომავალი პარტნიორობისათვის“

6 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში  კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰიონდუ კიმი  წაიკითხავს საჯარო ლექციას „კორეა-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება მომავალი პარტნიორობისათვის“. მომხსენებელი შეეხება კორეასა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, აღწერს ამ ქვეყნების წარსულ განვითარებასა და ამჟამინდელ მდგომარეობას. ელჩმა კიმმა კარიერა დაიწყო 1988 წელს საჯარო სამსახურში, კორეის მთავრობის გაერთიანების სამინისტროში, როგორც საშუალო […]

ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული

13-16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“ თანამშრომლობით გაიმართება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული. ლექციების ციკლი ანტისტიგმის კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სტიგმის შემცირებას. კვირეულის თემაა „თემი“. სტუდენტურ თემს შესწევს ძალა, შექმნას ერთიანობისა და […]

პროექტის „სტუდენტური ინიციატივა“ დასკვნითი შეხვედრა

7 მაისს, 20:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების განვითარებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრისა და სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართება პროექტის „სტუდენტური ინიციატივა“ დასკვნითი შეხვედრა. პროექტის მონაწილე სამი საუკეთესო გუნდი დამსწრეთ გააცნობს საკანონმდებლო ინიციატივის დასაბუთებულ იდეას, რომელსაც შეაფასებს სამართლის სკოლის ლექტორებითა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური. სამუშაო ენა: ქართული დრო: 7 მაისი, […]