ფილმის „წარმოუდგენელი“ ჩვენება და დისკუსია

29 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში გაიმართება ფილმის „წარმოუდგენელი“ ჩვენება და დისკუსია მის შესახებ. ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა. „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. მომხსენებელი: ილიას […]

პრე-აქსელერატორ ზუმაუთის შეხვედრათა ციკლი Inspire Me

– თუ ხარ მეწარმეობით დაინტერესებული და უკვე დიდი ხანია ფიქრობ, რომ გინდა მოსინჯო სტარტაპერის ამპლუა, – თუ გსურს მოისმინო პრაქტიკულ-პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული რჩევები, – თუ ეძებ ინსპირაციას, რომ თამამად გარისკო, – თუ გინდა გაითვალისწინო უკვე გამოცდილი სტარტაპერების შეცდომები, მაშინ გელოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუმაუთ პრე-აქსელერატორის მიერ ორგანიზებულ Inspire Me შეხვედრათა ციკლზე, რომელზეც ძალიან წარმატებული სტარტაპ […]

საჯარო ლექცია თემაზე: ,,ძაღლის სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. 4 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის დამფუძნებელი თიკო კვალიაშვილი წაიკითხავს ამ კურსის მეცხრე ლექციას თემაზე: ,,ძაღლების სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები“ . ლექციის ძირითადი თემებია: რას ნიშნავს ცხოველის აყვანა; რა უნდა იცოდეს და […]

რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია „პოეზია და თარგმანი“

5 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „პოეზია და თარგმანი“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ქართული თარგმანის ისტორია, პოეტური თარგმანის უპირატესობა და სირთულე, თარგმანში დაკარგული პოეტური დედნის „შურისძიება“. დრო: 5 თებერვალი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.

ტრენინგკურსი „აქტიური სწავლება შებრუნებულ საკლასო ოთახში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „აქტიური სწავლება შებრუნებულ საკლასო ოთახში“ (Active Learning In The Flipped Classroom), რომელსაც გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და […]

საერთაშორისო სემინარი ციფრულ ეპიგრაფიკაში

11-15 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო ვორკშოპს ციფრულ ეპიგრაფიკაში: Digital Humanities Communities: Research background and new activities in EpiDoc and Pelagios სამუშაო შეხვედრებს უხელმძღვანელებენ ლონდონის კინგს კოლეჯის პროფესორი, ციფრული ეპიგრაფიკის სტანდარტის თანაავტორი, გაბრიელ ბოდარი (Gabriel Bodard) და ამავე უნივერსიტეტის მკვლევარი ვალერია ვიტალე (Valeria Vitale). ვორკშოპი გაიხსნება ღია ლექციით ციფრული ჰუმანიტარიისა და კვლევის ახალი მეთოდების […]

AFRA JEMINA ჯაზტრიო ილიაუნიში

6-7 თებერვალს ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუმარია AFRA JEMINA ჯაზ-ტრიო, რომლის შემადგენლობაში არიან აფრა ჯემინა (ვოკალი, შვეიცარია), ლაინუს ეპინგერი (გიტარა, გერმანია) და ნადავ ერლიხი (კონტრაბასი, ისრაელი). 6 თებერვალს, 13.00 საათზე, ტრიო ჩაატარებს 4 ვორკშოპს, 7 თებერვალს, 18.30-ზე, კი – კონცერტს. ორივე ღონისძიება გაიმართება B201 აუდიტორიაში დრო: 6 თებერვალი, 13.00-18.00 საათი 7 თებერვალი, 18.30 საათი […]

ტრენინგკურსი „აქტიური სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „აქტიური სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიები“ (Active Learning: Technology Enhanced Collaborative Learning), რომელსაც გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის […]

აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრის ტრენინგები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ 5 სახის ტრენინგკურსს, რომლებიც ჩატარდება ეტაპობრივად შემდეგი გრაფიკის მიხედვით: შერეული სწავლება და სწავლა სტუდენტების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად (ტრენერები: არჩილ […]

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ

8 თებერვალს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 206 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ. მიმდინარე კონკურსები იხილეთ ბმულზე. დრო: 8 თებერვალი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: E 206 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.