
5 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „პოეზია და თარგმანი“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ქართული თარგმანის ისტორია, პოეტური თარგმანის უპირატესობა და სირთულე, თარგმანში დაკარგული პოეტური დედნის „შურისძიება“.
დრო: 5 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]