საზაფხულო სკოლა „საკონსტიტუციო სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ღია საზოგადოების ფონდის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს იწვევს საზაფხულო სკოლის „საკონსტიტუციო სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში“ (30 ივლისი – 7 აგვისტო) შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დაინტერესებულ სტუდენტებს ვთხოვთ, წარმოადგინონ […]

კრებულის „საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი განმარტებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“ პრეზენტაცია

16 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გამართავს გოგა ხატიაშვილის წიგნის „საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი განმარტებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“ პრეზენტაციას. კრებული მომზადებული და გამოცემულია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“, ACCESS-ის პროექტის ფინანსური […]

სამეცნიერო კაფე: „ჩვენი სამყარო“

16 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ჩვენი სამყარო“. მომხსენებელი ისაუბრებს ზოგადად სამყაროს, როგორც დროითი, ასევე სივრცითი, მასშტაბების შესახებ. მომხსენებლის შესახებ გიორგი ჯავახიშვილმა 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 2007 წლიდან ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს მრავალწლიანი დაკვირვებითი გამოცდილება. […]

პიანისტ თედო დიაკონიძის კონცერტი

16 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის დოქტორანტ-აბიტურის, თედო დიაკონიძის კონცერტი. პროგრამაშია მოცარტის, ბეთჰოვენის, სკრიაბინისა და მუსორგსკის საფორტეპიანო ნაწარმოებები. თედო დიაკონიძემ დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ე.წ. ნიჭიერთა ათწლედი, სადაც ის პედაგოგ ნინო მამრაძესთან სწავლობდა. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატში, პედაგოგ ლალი სანიკიძის კლასში. […]

ჯემალ ქარჩხაძის ახალი წიგნის „მარტოობის ჩუმი ედემის” პრეზენტაცია

16 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ქარჩხაძის გამომცემლობა ჯემალ ქარჩხაძის ახალი წიგნის „მარტოობის ჩუმი ედემის" პრეზენტაციაზე გიწვევთ. „მარტოობის ჩუმი ედემი“ მწერლის უბის წიგნაკიდან ამ დრომდე უცნობ ჩანაწერებს, პუბლიცისტიკასა და მხატვრულ ტექსტებს აერთიანებს. პრეზენტაციის მოდერატორი ლევან ბერძენიშვილი იქნება. წიგნის შესახებ ლევან ბრეგაძე, კახა ჯამბურია, მამუკა ბერიაშვილი, დიანა ანფიმიადი, […]

კონკურსი Big Idea Challenge

პროექტის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ვიდეოფიჩის კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს რეგისტრაციას კონკურსის Big Idea Challenge მონაწილეთა შესარჩევად. კონკურსი იმართება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში. მისი პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონკურსი მიზნად ისახავს სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესიდეების განვითარებასა და წახალისებას. კონკურსის მონაწილეებისთვის სავალდებულო იქნება მოკლე, 60-წამიანი, ვიდეოფიჩების ჩაწერა, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება ბიზნესიდეა და მისი […]

სტუდენტური კონფერენცია: „მდგრადი განვითარების მიზნები და ერთი სარტყელი“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გაეროს ეკონომიკისა და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის UN DESA, საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატის ორგანიზებით 24 ივნისს გაიმართება სტუდენტური კონფერენცია „მდგრადი განვითარების მიზნები და ერთი სარტყელი“. კონფერენციის მედიაპარტნიორები არიან საქართველოს პირველი არხი (გადაცემა ბიზნესპარტნიორი), Caucasus Business Week და საინფორმაციო პორტალი Business Political Insights (BPI). კონფერენციის მხარდამჭერია სამედიცინო კორპორაცია ევექსი. კონფერენციის მიზანი კონფერენციის მიზანია ქვეყნებს შორის […]

დოქტორანტ ლაურა მაფიცოლის მოხსენება

17 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D305 აუდიტორიაში ანთროპოლოგიის კვლევითი სემინარების ფარგლებში მანჩესტერის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორანტი ლაურა მაფიცოლი ისაუბრებს თავის კვლევაზე: „მემორისკეიპები. რეპრესიებთან დაკავშირებული მეხსიერება და ნარატივები თანამედროვე თბილისში“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 17 მაისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: D305 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პიანისტ ბადი ანთაძის კონცერტი

17 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტის, ბადი ანთაძის კონცერტი. პროგრამაშია ბახის, მოცარტის, შოპენის, დებიუსის, რახმანინოვის, შოსტაკოვიჩისა და პროკოფიევის ნაწარმოებები. ბადი ანთაძე დაიბადა 1994 წელს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, ე. წ. ნიჭიერთა ათწლედში, პედაგოგ მანანა ბარათაშვილის საფორტეპიანო კლასში. 2005 […]

LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეთექვსმეტე ქება

17 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეთექვსმეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]