საქართველოს ბანკის დასაქმების ფორუმი ილიაუნიში
20 მაისს, ორშაბათს, 14:00 საათზე, ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში საქართველოს ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. საქართველოს ბანკის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს შესთავაზებენ დასაქმებას გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე, წარმოადგენენ პრეზენტაციას ბანკისა და აქტიური ვაკანსიების შესახებ, შეხვედრის ბოლოს კი სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს გაესაუბრებიან შერჩევის მიზნით. ვაკანსია საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა […]