დომინიკ ჰოროდისკის საჯარო ლექცია

4-5 ივნისს, 15:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება დომინიკ ჰოროდისკის საჯარო ლექცია შემდეგ თემებზე:  საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის შესავალი კურსი ინვესტიციების ცნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ცნება საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის ისტორია საინვესტიციო არბიტრაჟის სისტემა – მიმოხილვა საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის სამართლებრივი რეჟიმი და იურისდიქცია ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება მრავალმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება საინვესტიციო […]

საზაფხულო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამის სტუდენტებისათვის

2019 წლის 15-20 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით უნივერსიტეტის აბასთუმნის ბაზაზე გაიმართება საზაფხულო პლენერი (სახელოვნებო საზაფხულო სკოლა). პლენერში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ მინიმუმ 10  ჩანახატი (ფანქარი, ტუში, ნახშირი, სანგინა და სხვა) და ერთი ფერწერული ნამუშევარი (აკვარელი, გუაში, ტემპერა, ზეთი). კომისია შეაფასებს სხვადასხვა მასალის (გრაფიკული […]

ლექცია თემაზე: ,,განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიჯვოტერსის უნივერსიტეტის პროფესორი პოლინა საბინინი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება". ლექცია გაგრძელდება სამუშაო შეხვედრით თემაზე: ,,ლოგიკური, მათემატიკური და სივრცითი აზროვნების განვითარება სამაგიდო თამაშების გამოყენებით". ღონისძიება დასრულდება 19:30 საათზე. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა. დრო: 5 ივნისი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე, -1 სართული, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5.

საჯარო ლექცია „გურიელი“ – ბრენდის შექმნა და განვითარება“

5 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ქართული ჩაის ბრენდის,  „გურიელის“, გენერალური დირექტორის, მიხეილ ჭკუასელის, საჯარო ლექციაზე: „გურიელი“ – ბრენდის შექმნა და განვითარება. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 5 ივნისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/AmaCFY8qtGVLh2oU7 *პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. […]

წიგნის „ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე“ პრეზენტაცია

5 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის, ვახუშტი მენაბდის, მკვლევრების – გვანცა ჯიქიას, ნათია სვანიძისა და თორნიკე გერლიანის – წიგნის „ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე“ მეორე გადამუშავებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. ნაშრომი აღწერს საქართველოს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულებას 1995-დან 2018 წლის ჩათვლით. ის პირველი დოკუმენტია, რომელიც სისტემურად […]

სამეცნიერო კაფე: „გადაშენების პირას მყოფი სახეობები და მათი გადარჩენა“

6 ივნისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურიელიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „გადაშენების პირას მყოფი სახეობები და მათი გადარჩენა“. თემის მოკლე აღწერა სახეობების გადაშენება მიმდინარეობს ჩვენს საუკუნეშიც, 21-ე საუკუნეში უკვე გადაშენდა რამდენიმე სახეობა, როგორებიცაა: მდინარე იანძის დელფინი, პირენეული იბექსი, ველურ ბუნებაში გადაშენებული აღმოჩნდა სუმატრული მარტორქა და ხმალრქიანი ორიქსი, გადაშენების პირასაა ადაქსი. საქართველოშიც […]

საჯარო ლექცია „ადგილობრივი მმართველობა – გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან“

6 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A409 აუდიტორიაში პროექტის „ადგილობრივი მმართველობა – გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან“ ფარგლებში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორის, გიორგი მელაძის საჯარო ლექცია. პროექტი „ადგილობრივი მმართველობა – გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის […]

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ჯონათან ფრენზენის რომანის „შესწორებები“ პრეზენტაცია

6 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ჯონათან ფრენზენის რომანის „შესწორებები“ პრეზენტაციაზე. წიგნი თამარ ჯაფარიძემ თარგმნა და მას გამომცემელი ლუკა გრიგოლია და მთარგმნელი გურამ ღონღაძე წარადგენენ. წიგნის შესახებ ხანდაზმული ინჟინერი ალფრედ ლამბერტი და მისი მეუღლე ინიდი მარტო ცხოვრობენ აშშ-ის შუა დასავლეთის ქალაქ სენტ-ჯუდში. ზრდასრული […]

კარლოს რეიგადასის ფილმის „სინათლე წყვდიადის შემდეგ“ ჩვენება და დისკუსია

ხუთშაბათს, 6 ივნისს, 20:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში, სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress”, წარმოგიდგენთ მექსიკელი რეჟისორის, კარლოს რეიგადასის ფილმს, „სინათლე წყვდიადის შემდეგ“. ფილმს მიღებული აქვს საუკეთესო რეჟისურის პრიზი კანის კინოფესტივალზე. ფილმის ლოგ ლაინი: ხუანი და ნატალია მექსიკის მთებში მშვიდ ცხოვრებას გადაწყვეტენ. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. რეჟისორი: კარლოს რეიგადასი წელი: 2012 ხანგრძლივობა: 1 საათი, 55 წუთი გახმოვანება: ორიგინალი, […]

სტუდენტური ოლიმპიადა 2019 – ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაში

26 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში (თბილისი, კოსტავას 77ა) ააიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“ კერძო და საჯარო სტრუქტურებთან თანამშრომლობით მართავს სტუდენტურ ოლიმპიადას ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაში. წესები და პირობები: სტუდენტურ ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს; ოლიმპიადის მონაწილეები ჩააბარებენ 3-საათიან ტესტს, რომელსაც შეადგენს მაღალკვალიფიციური კომისია; კონკურსის ჟიურიში მონაწილეობას […]