შეხვედრა საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ვაკანსიების შესახებ

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი IGG სტუდენტებს სთავაზობს დასაქმებას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე მოქნილი გრაფიკით. ამასთან დაკავშირებით 21 დეკემბერს, პარასკევს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ახალ სტუდენტურ სივრცეში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს […]

სტუდენტებთან შეხვედრა თემაზე: ,,გენდერული ძალადობა და გენდერული სტატისტიკა საქართველოში, მათი მნიშვნელობა, არსებული მიგნებები და გამოწვევები“

21 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (#PHR-ი)“ გამართავს საჯარო შეხვედრას სტუდენტებთან. ორგანიზაციის იურისტები – მარიამ ქევხიშვილი და ანა თავხელიძე ისაუბრებენ თემაზე:,,გენდერული ძალადობა […]

სემინარი „რეცენზიების წერის სტრუქტურა“

21 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი ტილმან კულკე გამართავს სემინარს რეცენზიების წერის სტრუქტურის შესახებ. სემინარი განკუთვნილია დოქტორანტებისთვის ისტორიის, კულტურის კვლევებისა და სოციოლოგიის პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. […]

დათო ქურიძის საჯარო ლექცია: „მაგნიტური ველის გაზომვა მზის კორონალურ მარყუჟებში“

21 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კვლევის კონსულტანტი, აბერისტვისის უნივერსიტეტის (Aberystwyth University, Wales) მკვლევარი დავით ქურიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მაგნიტური ველის გაზომვა მზის კორონალურ მარყუჟებში“. […]