გიორგი მიქელაძის საჯარო ლექცია ილიაუნის სამეცნიერო კაფეში
4 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გიწვევთ ბოტანიკის ინსტიტუტის გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტ გიორგი მიქელაძის ლექციაზე. ლექციის თემა: „საქართველოს ჭარბწყლიანი ტერიტორიების იდენტიფიკაცია, დელინეაცია და კლასიფიკაცია დისტანციური ზონდირების მეთოდების გამოყენებით“. […]