BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170704T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170704T150000
DTSTAMP:20260510T034212
CREATED:20170627T072501Z
LAST-MODIFIED:20240202T061904Z
UID:10002315-1499180400-1499180400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი მიქელაძის საჯარო ლექცია ილიაუნის სამეცნიერო კაფეში
DESCRIPTION:4 ივლისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გიწვევთ ბოტანიკის ინსტიტუტის გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტ  გიორგი მიქელაძის ლექციაზე. \nლექციის თემა: „საქართველოს ჭარბწყლიანი ტერიტორიების იდენტიფიკაცია\, დელინეაცია და კლასიფიკაცია დისტანციური ზონდირების მეთოდების გამოყენებით“. \nთემის მოკლე აღწერა:\nმიუხედავად იმისა\, რომ ჭარბწყლიანი ტერიტორიები საქართველოს არცთუ ისე ვრცელ ზედაპირს მოიცავს\, ამ ეკოსისტემებს განუმეორებელი მნიშვნელობა აქვს.  ეს  გარემო მდიდარია ბიომრავალფეროვნებით და\, შესაბამისად\, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის არსებობისთვის. ჭარბწყლიან ტერიტორიებს  აქვთ  წყალმარეგულირებელი\, ბუნებრივი კატასტროფისგან დამცავი და წყლის გამწმენდი ფუნქციები. აღსანიშნავია მათი როლი ნახშირბადის სეკვესტრაციაში\, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახშირბადის საცავია მსოფლიოში და კლიმატის შერბილების კუთხით უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. \nპროექტის მიზანია ამ უმნიშვნელოვანესი ჰაბიტატების ადგილმდებარეობის დადგენა\, მათი ფართობების განსაზღვრა და ჰაბიტატების EUNIS იერარქიული სისტემის მიხედვით კლასიფიცირება. სამუშაო განხორციელდა თანამგზავრული ტექნოლოგიების\, გეოინფორმაციული სისტემებისა და სხვა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით.  ამის შესახებ  ინფორმაცია დაწვრილებით  იქნება წარმოდგენილი ილიაუნის სამეცნიერო კაფეში. \nდრო: 4 ივლისი\, 15 :00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ.წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-miqeladzis-sajaro-leqtsia-iliaunis-sametsniero-kapheshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40957.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170704T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170704T183000
DTSTAMP:20260510T034212
CREATED:20170627T133415Z
LAST-MODIFIED:20240202T061033Z
UID:10002193-1499193000-1499193000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან  შატბერაშვილის ლექცია: „ადამიანის უფლებების ფილოსოფიის აქტუალობა ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში“
DESCRIPTION:4  ივლისს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ლევან შატბერაშვილი  წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ადამიანის უფლებების ფილოსოფიის აქტუალობა ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში“. \nკონტრაქტუალიზმისა და ბუნებითი სამართლის ტრადიციიდან ამოზრდილი ადამიანის უფლებების თეორიები\, რომლებიც ადამიანის თვისობრივად ახალი უფლებების შესაძლებლობაზე მოგვითხრობენ\, ახალი დროის ფილოსოფიაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენენ\, ხოლო ისტორიის მსვლელობისას კიდევ მეტად და მეტად მნიშვნელოვანნი ხდებიან. მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული ადამიანის უფლებების თეორიებმა\, არაერთი პოლიტიკური თუ სოციალური ცვლილების ფონზე\, მრავალგვარი ტრანსფორმაცია განიცადა. მეორე მსოფლიო ომის კატასტროფის შემდგომ ადამიანის უფლებებმა უკვე საერთაშორისო სამართლის დონეზე მოიპოვა უნივერსალური ღირებულების სტატუსი\, არსობრივად კი უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. ამ ისტორიული მოვლენის შემდეგ\,  თუკი ადამიანის უფლებების ფილოსოფიის კლასიფიკაციას მოვინდომებთ\, აღმოვაჩენთ\, რომ მისი პრაქტიკული ფილოსოფიის რომელიმე ქვედისციპლინაში განთავსება ძალიან გაგვიჭირდება\, რადგან ის ცალკეულად არც პოლიტიკის\, არც მორალისა და არც სამართლის ფილოსოფიის სფეროებს არ განეკუთვნება\, არამედ ერთგვარი ხიდია\, რომელიც მათ აერთიანებს. \nდრო: 4 ივლისი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-shatberashvilis-leqtsia-adamianis-uphlebebis-philosophiis-aqtualoba-istoriul-da-politikur-konteqstshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40966.png
END:VEVENT
END:VCALENDAR