დევიდ კრამერისა და კეტრინ სტონერის საჯარო ლექციის ვიდეოტრანსლაცია

18 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში საჯარო ლექციას წაიკითხავენ მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და ორგანიზაცია Freedom House-ის ყოფილი პრეზიდენტი, დევიდ კრამერი, და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) გამოჩენილი მკვლევარი, სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის სწავლების Ford Dorsey პროგრამის ხელმძღვანელი, კეტრინ სტონერი. საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, დევიდ კრამერსა და კეტრინ სტონერს მიენიჭებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება. ლექციის თემა: პუტინის რუსეთი: მიმდინარე მოვლენები და რეგიონული […]

ოსიპ მანდელშტამის დაბადებიდან 125 წლისადმი მიძღვნილი საღამო

15 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ,,ლიგამუსი“, გაიმართება XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოეტის, ოსიპ მანდელშტამის, დაბადებიდან 125 წლისადმი მიძღვნილი საღამო. ტრაგიკული ბედით გამორჩეული დიდოსტატის შემოქმედებას, ბუნებრივია, საქართველოშიც […]