23 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორიაში პროფესორი გიორგი ხიმშიაშვილი წაიკითხავს სემინარს „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“. მომხსენებელი განიხილავს ვირტუალური მასის კონცეფციას და მის მათემატიკურ ასპექტებს მყარი სხეულისა და სითხის ურთიერთქმედების კონტექსტში. მომხსენებელი ისაუბრებს იმ თანამედროვე თეორიულ მოდელებსა და ალგორითმებზე, რომლებიც აღნიშნული ფენომენის აღსაწერად გამოიყენება. შეხვედრის მიზანია აუდიტორიისთვის ამ მიმართულებით არსებული უახლესი მიდგომების გაზიარება. […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინური მათემატიკის ინსტიტუტის ბაზაზე წარმატებით მიმდინარეობს კვლევითი სემინარების ციკლი „თანამედროვე მათემატიკის რჩეული ამოცანები“. პროექტის მიზანია მათემატიკის აქტუალური საკითხების განხილვა, სამეცნიერო დისკუსიების წახალისება, დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და დოქტორანტების გამოცდილების გაზიარება და მათი კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა. გაზაფხულის სემესტრში გაიმართა არაერთი მოხსენება და სემინარი: 28 აპრილი – პროფესორ […]