პროფესორ გიორგი ხიმშიაშვილის სემინარი „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“
პროფესორ გიორგი ხიმშიაშვილის სემინარი „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“
23 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორიაში პროფესორი გიორგი ხიმშიაშვილი წაიკითხავს სემინარს „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“. მომხსენებელი განიხილავს ვირტუალური მასის კონცეფციას და მის მათემატიკურ ასპექტებს მყარი სხეულისა და სითხის ურთიერთქმედების კონტექსტში. მომხსენებელი ისაუბრებს იმ თანამედროვე თეორიულ მოდელებსა და ალგორითმებზე, რომლებიც აღნიშნული ფენომენის აღსაწერად გამოიყენება. შეხვედრის მიზანია აუდიტორიისთვის ამ მიმართულებით არსებული უახლესი მიდგომების გაზიარება. […]