Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ზურა აბაშიძის „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ – სადებიუტო პროზაული კრებულის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

დეკემბერი 29, 2016 / 19:00

29 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ზურა აბაშიძის მოთხრობების  სადებიუტო კრებულის პრეზენტაციაზე.

კრებულში, სახელწოდებით – „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“, უამრავ დასამახსოვრებელ, ცოცხალ პერსონაჟს შორის, შეხვდებით სახლიდან წასულ მამას; სასწაულმოქმედ ტყუპებს – იზას და აზას; დაბერებულ შუაღამის გოგოებს, რომლებიც კვლავაც ბედნიერებას ეძებენ და გამუდმებით უცრუვდებათ იმედი; ნანუცას, რომელმაც „დებილებისა და ავანტყოფებისთვის“ სკოლა გახსნა; კოჭლსა და ელამ ანრის, რომელსაც, სინამდვილეში, იესო ჰქვია; ლამაზ მარუსას, რომელიც ეზოში ფეხბურთს თამაშობდა და ერთ დღეს გათხოვდა; აბაზანაში გამოკეტილ მძიმე ავადმყოფ ბილი ელიოტს… ამდენი ადამიანი, მეზობელი, მეგობარი, ნათესავი, ცხოველი, ამდენი სევდიანი, ცრემლიანი და სასაცილო ისტორია თავისებურად ჯადოსნურია – თითქოს ყოველ მათგანს, ყველა ადამიანსა თუ ამბავს ხედავ და ხვდები, რომ რაღაც ასეთი შენც დაგმართვია ან ოდესმე აუცილებლად დაგემართება.

კრებულს ავტორი, ზურა აბაშიძე, წარადგენს; მოდერატორი – მაშო სამადაშვილი.

დრო: 29 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 29, 2016
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: