Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პრე-აქსელერაციის პროგრამა Batch1

ნოემბერი 17, 2019 / 14:08

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორი ზუმაუთი იწყებს შემოდგომის სეზონის პრე-აქსელერატორში მონაწილეთა შერჩევას.

თუ გაქვთ ბიზნესიდეა და გსურთ ჩვენთან ერთად სწრაფი განვითარება, მაშინ პრე-აქსელერატორი სწორედ თქვენ გელოდებათ.

პროგრამის ფარგლებში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ბიზნესიდეის განვითარებაში, ხელშესახები პროდუქტის შექმნასა და ბაზარზე გატანაში.

პრე-აქსელერაციის პროგრამა განხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის” ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

ასევე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (ჯიტა) და აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროექტის ,,Paving the Way to Knowledge-based Economy: Enhancing University Research and Entrepreneurial Skills in Georgia” მხარდაჭერით.

პროგრამა აგებულია ევროპის ყველაზე გამოცდილი B2B აქსელერატორის Startup Wise Guys რეკომენდაციებითა და სილაბუსით.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

  • კონკურსანტი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენეფიციარი – სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

  • პროგრამაში განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურად (ინდივიდუალური განაცხადები არ განიხილება);

  • ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წევრს;

  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა პროგრამის ყველა მონაწილისთვის (საკომუნიკაციო დონეზე).

როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე და გაიაროთ რეგისტრაცია.

https://forms.gle/njgckv5SCf7mk8Nb7

რეგისტრაცია სავალდებულოა!

პროგრამაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია!

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 30 ნოემბერი

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:

ელფოსტა: zoomout@iliauni.edu.ge

ფეისბუქგვერდი: https://www.facebook.com/zoomoutclub/

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 17, 2019
Time:
14:08
Event Category:
Event Tags: