
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორი ზუმაუთი იწყებს შემოდგომის სეზონის პრე-აქსელერატორში მონაწილეთა შერჩევას.
თუ გაქვთ ბიზნესიდეა და გსურთ ჩვენთან ერთად სწრაფი განვითარება, მაშინ პრე-აქსელერატორი სწორედ თქვენ გელოდებათ.
პროგრამის ფარგლებში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ბიზნესიდეის განვითარებაში, ხელშესახები პროდუქტის შექმნასა და ბაზარზე გატანაში.
პრე-აქსელერაციის პროგრამა განხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის” ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
ასევე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (ჯიტა) და აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროექტის ,,Paving the Way to Knowledge-based Economy: Enhancing University Research and Entrepreneurial Skills in Georgia” მხარდაჭერით.
პროგრამა აგებულია ევროპის ყველაზე გამოცდილი B2B აქსელერატორის Startup Wise Guys რეკომენდაციებითა და სილაბუსით.
ვის შეუძლია მონაწილეობა:
კონკურსანტი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენეფიციარი – სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
პროგრამაში განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურად (ინდივიდუალური განაცხადები არ განიხილება);
ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წევრს;
ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა პროგრამის ყველა მონაწილისთვის (საკომუნიკაციო დონეზე).
როგორ მიიღოთ მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე და გაიაროთ რეგისტრაცია.
https://forms.gle/njgckv5SCf7mk8Nb7
რეგისტრაცია სავალდებულოა!
პროგრამაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია!
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 30 ნოემბერი
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:
ელფოსტა: zoomout@iliauni.edu.ge
ფეისბუქგვერდი: https://www.facebook.com/zoomoutclub/
[wpai_display_imported_files_here]