Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შეხვედრა ავსტრიელ მწერალ ჰერბერტ მაურერთან

ოქტომბერი 22, 2010 / 15:45

25 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (H/104, მის.: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5) გაიმართება შეხვედრა ავსტრიელ მწერალ ჰერბერტ მაურერთან, რომელიც წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: “ილზე აიჰინგერი, კლემენს აიხი და მათი კავკასიური ფესვები”.

მომხსენებელი ასევე ისაუბრებს კლემენს აიხის (1954–1998) გახმაურებულ წიგნზე „ჩანაწერები საქართველოზე“, რომელიც გასული საუკუნის 90–იანი წლების ბოლოს გამოქვეყნდა და ავტორის კრიტიკული დამოკიდებულებისა და საკმაოდ მძაფრი შეფასებების გამო არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში.

საუბარი იქნება გერმანულ ენაზე. დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ოქტომბერი 22, 2010
Time:
15:45
Event Category:
Event Tags: