
26 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა ავსტრიის ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტს ესტუმრებიან ავსტრიის ელჩი საქართველოში – დოქტ. მიხაილ პოსტლი და ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სექციის ხელმძღვანელი – დოქტ. მარტინ აიხტინგერი, რომელიც წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: “ავსტრიის ეროვნული დღესასწაული: 1955 წ. 26 ოქტომბერი – კანონი მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ“.
გარდა ამისა, ავსტრიელი სტუმრები შეხვდებიან უნივერსიტეტის პროფესორებს და ისაუბრებენ საქართველოსა და ავსტრიას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
შეხვედრა გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “H“ კორპუსში (მის.: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5).
[wpai_display_imported_files_here]