Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„სეზარი და დრანა“ – ილიაუნის თეატრის სპექტაკლი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

ოქტომბერი 2, 2015 / 17:19

6 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მთავარი პროგრამის ფარგლებში, ილიაუნის თეატრი ითამაშებს სპექტაკლს „სეზარი და დრანა“.

სპეციალურად ფესტივალისთვის, თბილისს ეწვევა და სპექტაკლს დაესწრება პიესის ავტორი, თანამედროვე კანადელი დრამატურგი იზაბელ დორე.

„სეზარი და დრანა“ მონოსპექტაკლია და მოგვითხრობს ბოშა ქალზე, დრანაზე, რომელიც თავის ბებერ ცხენ სეზართან ერთად გზას მიუყვება და მას, ერთადერთ ახლობელ სულიერს, ესაუბრება. დრანა ღონემიხდილ ცხენს უამბობს ომითა და ჭირ-ვარამით სავსეცხოვრების შესახებ, იხსენებს სიყვარულს, შვილებს…

დრანას როლს სპექტაკლში ლილი ხურითი თამაშობს, შემოქმედებითი ჯგუფიც მხოლოდ ქალებისაგან შედგება. პიესა ფრანგულიდან ქეთი კვანტალიანმა თარგმნა, ორიგინალური მუსიკა სპეციალურად სპექტაკლისთვის კომპოზიტორმა მაია გოქსაძემ შექმნა,სპექტაკლი დანიაში მოღვაწე მხატვარმა, თამარ კობიაშვილმა, გააფორმა.

სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით.

დრო: 6 ოქტომბერს, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ოქტომბერი 2, 2015
Time:
17:19
Event Category:
Event Tags: