
23 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი, ადიქტოლოგთა ასოციაციასთან და დამოკიდებულების კვლევით ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯიასთან“ ერთად, ატარებს ტრენერთა ტრენინგს წამალდამოკიდებულების მკურნალობისა და პრევენციის დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის. ტრენინგს გაუძღვებიან ადიქციის სფეროში განათლებისა და სერტიფიცირების საერთაშორისო ცენტრის – ICCE (International Centre for Credentialing and Education of Addiction Professionals) – უცხოელი ტრენერები.
ICCE კოლომბოს გეგმის ერთ-ერთი პროგრამაა, რომლის შესახებაც დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.colombo-plan.org/
წამალდამოკიდებულების მკურნალობის კურიკულუმი
თემები (წამალდამოკიდებულების სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის):
პრევენციის კურიკულუმი:
ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ვინაიდან ეს არის ტრენერთა ტრენინგი, მონაწილეებმა სესიების ბოლოს თავად უნდა ჩაატარონ სემინარები.
შერჩეული აპლიკანტები ტრენინგს დაესწრებიან უფასოდ. ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი.
მონაწილეობის მსურველებმა CV (ინგლისურ ენაზე) გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: addictology@iliauni.edu.ge
გაითვალისწინეთ: ICCE მოთხოვნების შესაბამისად, პრევენციის პროგრამაში მონაწილე აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი, მკურნალობის პროგრამის შემთხვევაში კი – მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 დღე (23 ნოემბერი – 3 დეკემბერი, 2015)
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 9 ოქტომბერი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელფოსტა: addictology@iliauni.edu.ge
ტელ.: 577 20 20 61
[wpai_display_imported_files_here]