
26 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია.
პროექტი – სახელწოდებით, საქართველოს პროსოპოგრაფია. პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი – მოამზადა ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის ჯგუფმა რატი გუმაშვილის, ნინო დობორჯგინიძის (პროექტის ხელმძღვანელი), თამთა თხელიძისა და თამარ კალხიტაშვილის (პროექტის კოორდინატორი) შემადგენლობით.
პრეზენტაციის ფარგლებში, მოეწყობა დისკუსია თემაზე: წყაროების დოკუმენტირების თანამედროვე სტანდარტი და ისტორიის სისტემური რევიზიის პრობლემები.
სპიკერები:
ლაშა ბაქრაძე, ნინო დობორჯგინიძე, თამარ კალხიტაშვილი, ოლივერ რაისნერი, ემზარ ჯგერენაია
სადისკუსიო კითხვები:
რატომ ვერ ხერხდება იმპერიული პროექტის ფარგლებში დაწერილი ჩვენი ისტორიის სისტემური რევიზია?
რატომ ჩამორჩება სავალალოდ ჩვენი ჰუმანიტარული და სოციალური კვლევები დასავლეთისას?
რამდენად ხელმისაწვდომია ქართულენოვანი საკვლევი მასალა?
დრო: 26 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
[wpai_display_imported_files_here]