5 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში თიბისი კონცეპტის წარმომადგენლები შეხვდებიან ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს და გააცნობენ უმცროსი პერსონალური ბანკირის დასაქმების პროგრამას.
შეხვედრა განკუთვნილია III და IV კურსების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საბანკო სექტორში დასაქმებითა და პროფესიული განვითარებით.
პროგრამა ითვალისწინებს სერტიფიცირებულ გადამზადებას, მენტორის მხარდაჭერას, პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მიღებას, სწავლაზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს, კონკურენტულ ანაზღაურებასა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.
შეხვედრის მონაწილეები
- გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას თიბისი კონცეპტისა და დასაქმების პროგრამის შესახებ;
- შეხვდებიან პროგრამის მენტორებს და დაუსვამენ კითხვებს;
- კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის გუნდის წარმომადგენლებისგან მოისმენენ პრაქტიკულ რჩევებს შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე:
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/UeMooqVZMnhu2tbX9
დრო: 5 ნოემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45