Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საერთაშორისო სემინარი – IMED 2014

სექტემბერი 12, 2014 / 08:26

19 სექტემბერს, პარასკევს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სემინარს – “მედიაეთიკის საერთაშორისო დღე – IMED 2014” – უმასპინძლებს.

სემინარის ფარგლებში გაიმართება იმიტირებული პროცესი სტუდენტების მონაწილეობით; ეთიკური და პროფესიული გაშუქებისათვის დაჯილდოვდებიან მედიის წარმომადგენლები და ბლოგერები.

IMED საერთაშორისო პროექტია, რომელიც ბრიტანული ორგანიზაციის (“საერთაშორისო მედია ეთიკის ცენტრი – CIME”) ინიციატივით, 2011 წლიდან ყოველწლიურად ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიაპროფესიონალების, IT-ექსპერტების, ბლოგერების, სტუდენტებისა და დაინტერესებული მოქალაქეების მობილიზებას ეთიკურ პრობლემებზე მსჯელობის მიზნით. 2014 წლის IMED-ის მთავარი მიმართულება ციფრული მედიაეთიკა და კიბერუსაფრთხოებაა.

საქართველო წელს პირველად უერთდება IMED-ს.
სემინარის ადგილობრივი ორგანიზატორები მედიის განვითარების ფონდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გაეროს ასოციაცია არიან. 2014 წელს IMED მსოფლიოს 50 ქვეყანაში გაიმართება.

დრო :19 სექტემბერი, 12:00-16:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101

დღის წესრიგი>>>

Agenda>>>

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
სექტემბერი 12, 2014
Time:
08:26
Event Category:
Event Tags: