
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ახალ პროექტს „ილიაუნის მწერალი“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად მოიწვევს მწერლებს, რომლებიც სტუდენტებს მხატვრული ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის საფუძვლებს აზიარებენ.
პროექტის ფარგლებში, 2014-2015 სასწავლო წელს ქეთი დევდარიანი, სცენარისტი, სტუდენტებს ასწავლის შემოქმედებით წერას.
კურსის პრეზენტაცია გაიმართება 18 სექტემბერს, 17:00 საათზე ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“. გთხოვთ, მობრძანდეთ კურსის პრეზენტაციაზე.
დრო: 18 სექტემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]