
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ახალ პროექტს „ილიაუნის მწერალი“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად მოიწვევს მწერლებს, რომლებიც სტუდენტებს მხატვრული ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის საფუძვლებს აზიარებენ.
პროექტის ფარგლებში, 2014-2015 სასწავლო წელს ლევან ბერძენიშვილი, მწერალი, ფილოლოგი და მთარგმნელი, წიგნის სახლ ლიგამუსში ყოველკვირეულად წაიკითხავს საჯარო ლექციებს ევროპული ეპოსისა და დრამის ისტორიის შესახებ.
კურსის პრეზენტაცია გაიმართება 15 სექტემბერს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ . გთხოვთ, მობრძანდეთ კურსის პრეზენტაციაზე.
დრო: 15 სექტემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]