
29 ნოემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” პოეტი რატი ამაღლობელი განაახლებს შეხვედრების ციკლს: პოეზია და რეციტაცია. პირველი შეხვედრის თემაა: I მსოფლიო ომი და პოეტები. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: 1917 წლის თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციები და რუსეთში „ვერცხლის საუკუნის“ დასასრული; სტალინი და მანდელშტამი; ბერია და ქართველი ხელოვანები.
დრო: 29 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]