
27 მაისს განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით ილიაუნის სერიის „ქალები მეცნიერებაში“ ფარგლებში გაიმართება Live-შეხვედრა პროფესორ ნინო დობორჯგინიძესთან.
ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო მიმართულებით, არის ენათმეცნიერი, ენობრივი სამყაროს მკვლევარი ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებით.
შეხვედრაზე სამეცნიერო კარიერით დაინტერესებულ აუდიტორიას გაუზიარებს თავის გამოცდილებას – რა სტერეოტიპებისა და სირთულეების გადალახვა მოუხდა სამეცნიერო კარიერაში, როგორ მოახერხა წინააღმდეგობათა დაძლევა და წარმატების მიღწევა; ასევე გააცნობს იმ პროექტებს, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ან მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებით.
დრო: 27 მაისი, 13:00-13:40 საათი
ფორმატი: დისტანციური
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3fRrxRn
დასწრება თავისუფალია.
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]