
10-13 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიაუნის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მოწვევით, საჯარო ლექციათა ციკლს წაიკითხავს ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორი, შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ონტოლოგიის კათედრის გამგე, ტიციანა სუარეზ-ნანი.
განრიგი
დრო: 10 აპრილი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)
თემა: „დრო შუა საუკუნეების ფილოსოფიაში“ (ავგუსტინე, თომა აქვინელი, დიტრიხ ფრაიბერგელი, უილიამ ოკამი)
დრო: 11 აპრილი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: C414 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)
თემა: „რა არის მეტაფიზიკა შუა საუკუნეებისა და ახალი დროის აზროვნებაში? (თომა აქვინელი, დუნს სკოტი, მაისტერ ეკჰარტი და დეკარტი)
დრო: 12 აპრილი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)
თემა: „სივრცის ფიზიკა და მეტაფიზიკა შუა საუკუნეების აზროვნებაში“ I
დრო: 13 აპრილი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)
თემა: „სივრცის ფიზიკა და მეტაფიზიკა შუა საუკუნეების აზროვნებაში“ II
ლექციების ენა: ფრანგული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)
მომხსენებლის შესახებ
პროფესორი ტიციანა სუარეზ-ნანი ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ონტოლოგიის კათედრის გამგეა 2002 წლიდან. მისი კვლევის ძირითადი ინტერესებია მეტაფიზიკა, ეპისტემოლოგია და ნატურფილოსოფია. იგი არის მრავალი სამეცნიერო გრემიუმის წევრი როგორც შვეიცარიის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. 1993-2002 წლებში იყო ფრიბურგის ფილოსოფიური საზოგადოების პრეზიდენტი. ამჟამად მუშაობს ედიციაზე ფრანჩესკო დე მარჩიას “Quaestiones in II Sententiarium: edizione criticae analisi dottrinale”.
არის რვა მონოგრაფიისა და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი. მათ შორის აღსანიშნავია:
პროფესორი ტიციანა სუარეზ-ნანი ასევე ავტორი კრიტიკული ედიციებისა:
[wpai_display_imported_files_here]