5 ოქტომბერი, 2026

პროფესორ მიხეილ ელაშვილის ტრენინგი დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამის დოქტორანტებისთვის

ოქტომბერი 5, 2026 — ოქტომბერი 9, 2026

კურსის დასახელება: სამეცნიერო პროექტების შემუშავება – დაგეგმვიდან განხორციელებამდე

ტრენერი: მიხეილ ელაშვილი, PhD

თარიღი, დრო: 5, 7, 9 ოქტომბერი 2026, 19: 00 საათი, ხანგრძლივობა 45 წთ.

ფორმატი: ონლაინტრენინგი (მონაწილეები რეგისტრაციის შემდეგ მიიღებენ ზუმის ბმულს)

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორანტები გაეცნობიან სამეცნიერო პროექტების შემუშავების პროცესს საწყისი იდეებიდან და კითხვებიდან საპროექტო წინადადებამდე, დაფინანსების წყაროების მოძიებიდან კვლევის განხორციელებამდე.

ტრენინგი შედგება სამი მოდულისგან:

  • 5 ოქტომბერი, ორშაბათი, 19:00 – პროექტის დაგეგმვა და კონცეპტუალიზაცია;
  • 7 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 19:00 – გრანტების მოძიება და დონორებთან ურთიერთობა;
  • 9 ოქტომბერი, პარასკევი, 19:00 – პროექტების მართვა და განხორციელება.

ტრენერი ასევე მიმოიხილავს პროექტის ტექნიკურ მხარეებს: საპროექტო წინადადების სტრუქტურასა და ძირითად კომპონენტებს, დაგეგმვას, ვადებს, ბიუჯეტირებასა და ანგარიშგებას.

ტრენინგის მოდულის შესახებ დაწვრილებით იხილეთ ბმულზე.