Loading Events

« All Events

პროფესორ გაბრიელა პელონის საჯარო ლექცია „ლიტერატურული მრავალენოვნება და ტრანსკულტურული მეხსიერება თანამედროვე გერმანულენოვან მწერლობაში“

მაისი 18 / 18:00 - 19:00

18 მაისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ვერონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გაბრიელა პელონი წაიკითხავს საჯარო ლექციას  „ლიტერატურული მრავალენოვნება და ტრანსკულტურული მეხსიერება თანამედროვე  გერმანულენოვან მწერლობაში“ (“Literary Multilingualism and Transcultural Memory in Contemporary German-Language Literature”).

პროფესორი გაბრიელა პელონი მუშაობს ვერონის უნივერსიტეტის უცხოური ენებისა და ლიტერატურის განყოფილებაში გერმანულენოვან კულტურასა და ლიტერატურაზე მეცხრამეტე საუკუნიდან თანამედროვეობამდე. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ლიტერატურისა და ფილოსოფიის ურთიერთგადაკვეთის საკითხებს (განსაკუთრებით ნიცშეს შემოქმედებასა და მის რეცეფციას მეოცე საუკუნის ევროპულ კულტურაში), ე.წ. „კლასიკური მოდერნის“ გერმანულენოვან მწერლობასა და კულტურას, გერმანულ-ებრაულ მწერლობასა და კულტურას, ინგებორგ ბახმანის შემოქმედებას, ლიტერატურისა და სოციალური საკითხების ურთიერთმიმართებას (იდენტობა, მიგრაცია, მარგინალურობა), ინტერკულტურულობისა და ტრანსკულტურულობის თეორიებსა და ტრანსენობრიობას თანამედროვე გერმანულენოვან მწერლობაში.

ამჟამად კოორდინაციას უწევს კვლევით პროექტს „განსხვავებულის, მრავალფეროვნებისა და გარიყულობის რეპრეზენტაცია თანამედროვე ევროპულსა და არაევროპულ მწერლობებში“.

მთავარი რედაქტორია ჟურნალისა ნუბე (Nuova Biblioteca Europea), რომელიც ეთმობა თანამედროვე ევროპულ ლიტერატურათა ანალიზს.

პროფესორი გაბრიელა პელონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ერაზმუს პლუსის აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში.

დამატებით ცნობებს მკვლევრის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:https://www.dlls.univr.it/?ent=persona&id=8492&lang=en#tab-presentazione

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 18 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2026