ფილოსოფიური სემინარი: ალანიას პეტრაუსკას მოხსენება „პრაგმატიკოსებიდან პოეტებამდე: სტრუქტურირებული დიალექტიკა და გონების გეომეტრია”

სექტემბერი 24, 2026 / 16:00 - 18:00

24 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 507 დარბაზში დოქტორი ალანიას პეტრაუსკა  ს. წერეთლის  ფილოსოფიის ინსტიტუტის სემინარზე წაიკითხავს მოხსენებას „პრაგმატიკოსებიდან პოეტებამდე: სტრუქტურირებული დიალექტიკა და გონების გეომეტრია” (“From Pragmatists to Poets: Structured Dialectics and the Geometry of the Mind”).

საუკუნეების განმავლობაში, განსაკუთრებით პოლიტიკასა და გლობალურ ბიზნესში, პრაგმატიკოსები ჭარბობდნენ პოეტებს, ვინაიდან ხშირად „ძალის სიყვარული“ აღემატება „სიყვარულის ძალას“. თუმცა, ეს რეალობა შეიძლება შეიცვალოს დიალექტიკური აზროვნებისა და ხელოვნური ინტელექტის ჯეროვანი შერწყმის შემთხვევაში.

მომხსენებელი მოკლედ განიხილავს „სტრუქტურირებულ დიალექტიკას“, როგორც ჰეგელისეული დიალექტიკის (თეზისი + ანტითეზისი → სინთეზი) განვრცობას სემანტიკური დიფერენციალების ვექტორულ სივრცეში. ეს მიდგომა „შეუმჩნეველი წერტილების” გამოაშკარავების, ახალი პარადოქსების აღმოჩენისა და ბინარული აზროვნების უფრო მაღალი ცნობიერების მდგომარეობაზე გადასვლის საშუალებას იძლევა.

კომპლექსურ სიბრტყეზე სინთეზის მარტივი გეომეტრიული მოდელიდან მომხსენებელი გონების 24-უჯრედიან გეომეტრიაზე (24-cell geometry) გადავა და ისაუბრებს ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, ფსიქოპათოლოგიასა და სულიერ ტრადიციებს შორის არსებულ სავარაუდო პარალელებზე; განიხილავს, როგორ შეიძლება ამ სტრუქტურებმა საბოლოოდ შეუწყოს ხელი ხელოვნური ინტელექტის წარმართვას ჰუმანისტური და არა მხოლოდ პრაგმატული მიზნებისკენ.
დასასრულ გააანალიზებს, შეუძლია თუ არა საქართველოში არსებული ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ტრადიციების, პოეზიისა და ნებისყოფის გამორჩეულ სინთეზს იმის შემოთავაზება, რაც დღევანდელ ტექნოკრატიულ სამყაროს აკლია: პრაგმატულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში გონებისა და გულის ხელახალი დაკავშირების გზა.

დოქტორი ალანიას პეტრაუსკა თანადამფუძნებელია პლატფორმისა Dialexity, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს დიალექტიკურ მსჯელობასთან აერთიანებს. მისი მიმდინარე პროექტი შეისწავლის, თუ როგორ გარდაქმნის ალგებრული სიმეტრიები ეთიკას კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღებისას დაპირისპირებულ პრინციპებს შორის დიალექტიკური სინთეზის მეცნიერებად.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 24 სექტემბერი, 16:00 საათი

დგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S 507 აუდიტორია), გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.