
20 ივნისს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ ნათია ბახტაძესთან.
შეხვედრის თემა: არქიტექტურის ინტეგრალური ხედვა
თემის აღწერა: „არქიტექტურა არის სოციალური მანიფესტი. თუ გვინდა, რომ ვიცოდეთ,
რატომ არიან გარკვეული ფორმები ასე და არა ისე, საზოგადოებას უნდა შევხედოთ,
რადგან ჩვენი ნაგებობები და ქალაქები ჩვენი საზოგადოების ანარეკლია; ასეთი
ხედვით არქიტექტურის კრიტიკული კვლევა სინამდვილეში მიემართება სოციალურ
დამოკიდებულებათა კვლევისკენ, რომელსაც ისინი იწვევენ“ – ლუის ჰენრი სალივანი (1901 წ.)
დრო: 20 ივნისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]